📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.04.2024
ძალის დაკარგვა 08.10.2024
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016729
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 255 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.04.2024 მიღება
08.10.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2024 წლის 15 აპრილი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიიდული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესი. მუხლი 2🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა (მერია, საკრებულო, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ,  შპს) წესის გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან (ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დანიშნული პირ(ებ)ი, ვისაც ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა) გააფორმონ ხელშეკრულება სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე. მუხლი 3🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს №78 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა