“ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შშესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.745
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №389
2005 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ” დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების მოქმედების ვადა
1. წარმომავლობის დოკუმენტის ვადა განისაზღვრება ლიცენზიანტის მიერ ხე-ტყის ტყიდან გამოტანისა და დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის 24 საათით, სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის წარმომავლობის დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომისას.
2. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ვადა ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება მისი გაცემიდან 24 საათით. სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის კანონიერების დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომისას.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული 24-საათიანი ვადის გასვლის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტის მფლობელი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციას, რომელიც სათანადო დასაბუთების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.”
ბ) დანართი – 1 და დანართი – 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ბრძანება ამოქმედდეს გამო ქ ვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
„დანართი №1
ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი
დოკუმენტი
სერია 00 № 0000
1. გაცემის დრო და თარიღი: ––––– სთ. ––––––– წთ. „–––––––“ „–––––––––––––––“ 200 წ.
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(სატყეო მეურნეობის დასახელება)
3. სატყეო უბანი - - - - - - - - - - კვარტალი № - - - - - - - - - ლიტერი № - - - - - -
4. ტყით მოსარგებლე - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(ინდ. მეწარმე, იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი)
5. ტყის ჭრის საფუძველი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(ლიცენზიის №)
6. ტყის ჭრის სახე - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
| სახეობა (ჯიში) | ხის ნომერი | სორტიმენტი (ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია) | Mმოცულობა (კბმ. მეტრი) | ერთეულის ფასი (ლარებში) | თანხა სულ (ლარებში) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
|
გადახდილია თანხა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(საგადასახადო დავალებით №, ან სალაროს შემოსავლის ორდერი №)
დოკუმენტი გასცა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მიიღო - - - - - - - - - - -
(თანამდებობა, გვარი, ხელმოწერა) (ხელმოწერა)
დანიშნულება - - - - - - - - - - - - - - - ბ.ა.
შენიშვნა: ცხრილის მე-2 გრაფაში მიეთითება მოჭრილი ხის ნომერი (ნომრები), ხის ნომერი ასევე დაიტანება შესაბამისი დანომრილი და მოჭრილი ხისგან დამზადებულ მორზე ან მორებზე. დაუნომრავი მორის ტრანსპორტირება აკრძალულია. ხე-ტყის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებით დამტკიცებული `ხე-ტყისკანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ~ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ.
დანართი №2
ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი
დოკუმენტი
სერია № 0000
1. გაცემის თარიღი „–––––––“ „–––––––––––––––“ 200 წ.
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
3. სატყეო უბანი - - - - - - - - - - კვარტალი № - - - - - - - - - ლიტერი № - - - - - - - - -
4. ხე-ტყის მიმღები - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
5. ხ.წ.დ.დ.-ის გაცემის თარიღი და № - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(ინდ. მეწარმე, იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება)
6. ტყის ჭრის საფუძველი - - - - - - - - - - - - - - - - ჭრის სახე - - - - - - - - - - - - - -
(ლიცენზიის №)
| სახეობა (ჯიში) | ხის ნომერი | მოპოვებული ხე-ტყის ოდენობა სორტიმენტის მიხედვით (კბმ.) | ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია (კბმ.) |
| 1 | 2 | 3 | 4 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
დოკუმენტი გასცა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მიიღო - - - - - - - - -
(თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) (ხელმოწერა)
ბ.ა.
დანიშნულება - - - - - - - - - - - -
შენიშვნა:
ცხრილის მე-2 გრაფაში მიეთითება მოჭრილი ხის ნომერი (ნომრები), ხის ნომერი ასევე დაიტანება შესაბამისი დანომრილი და მოჭრილი ხისგან დამზადებულ მორზე ან მორებზე. დაუნომრავი მორის ტრანსპორტირება აკრძალულია. ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის ნედლეულის გაყიდვისას ამ დანართის ცხრილში მე-3 და მე-4 გრაფები ივსება იდენტური ოდენობის ამსახველი ციფრებით; ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის გაყიდვისას დანართის ცხრილში მე-3 გრაფა ივსება გასაყიდი პროდუქციის მოცულობის, ხოლო მე-4 გრაფა ხე-ტყის ნედლეულის პირველადი მოცულობის ამსახველი ციფრებით.“