სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 16.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024531
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის
შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №138
2024 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის
შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მირზა გელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
გენადი არველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
დავით სონღულაშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
გოგი მეშველიანი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ილია შამუგია – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
ლევან ვეფხვაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესი და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრობისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საბჭოს დებულებით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესი და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში – საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატები (შემდგომში – კანდიდატი) შეირჩევიან გამარტივებული კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) საფუძველზე.
2. კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
3. აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს საქსტატი.
მუხლი 2🔗. კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა
1. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა.
2. განაცხადის წარდგენა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3. კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
მუხლი 3🔗. კონკურსის ეტაპები
1. კონკურსის ეტაპებია:
ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;
ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ეტაპებთან ერთად შესაძლებელია, განისაზღვროს დამატებითი ეტაპი, რაც უნდა აისახოს კონკურსის ოფიციალურად გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.
მუხლი 4🔗. კონკურსის ჩატარება
1. კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატის მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევის ეტაპი ტარდება საქსტატის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ.
2. განაცხადების გადარჩევის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს ამ დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია.
3. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით.
4. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად შერჩეულ 2 კანდიდატურას.
5. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით.
6. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა ევალება საქსტატს.
მუხლი 5🔗. აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (საკონსულტაციო, საექსპერტო ან სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება);
გ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების ცოდნა (მათ შორის, ოფიციალური სტატისტიკის გაეროს ფუნდამენტური პრინციპები და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსი).