“განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მიზნობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ჰუმანიტარული მიზნით ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისა და გამოყენების თაობაზე დასკვნის მომზადების მიკზნით კომისიის შექმნისა და ამ მედიკამენტების შემოტანის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 3 აგვისტოს №203/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№247/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.060.000.22.035.007.749
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 10/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.22.035.007.749

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

  ბრძანება №247/ნ

2005 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ჰუმანიტარული მიზნით ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისა და გამოყენების თაობაზე დასკვნის მომზადების მიზნით კომისიის შექმნისა და ამ მედიკამენტების შემოტანის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 3 აგვისტოს №203/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ჰუმანიტარული მიზნით ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისა და გამოყენების თაობაზე დასკვნის მომზადების მიზნით კომისიის შექმნისა და ამ მედიკამენტების შემოტანის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 3 აგვისტოს №203/ნ ბრძანების (სსმ III, 03.08.2005 წ., №91, მუხ. 1036) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის დასკვნით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე”;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

,,11. კომისიის მუშაობის ორგანიზაციულტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს აპარატი.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი