“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.007.750
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის
ბრძანება N11
2005 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს საჯარო მოხელეთა თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სააგენტოს უფროსი გ. წერეთელი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის მოადგილე
1. უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება.
2. სპეციალობით მუშაობის 10 წლის გამოცდილება.
3. საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, ,,მეწარმეთა შესახებ”, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”, ,,ნორმატიული აქტების შესახებ”, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის, საკადრო და საქმისწარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების, პერსონალის მართვის პრინციპების ცოდნა.
4. უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული ან ფრანგული).
5. კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
მუხლი 2. კონკურენციის დაცვის სამმართველო
1. კონკურენციის დაცვის სამმართველოს უფროსი
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის 7 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, ,,მეწარმეთა შესახებ”, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”, ,,ნორმატიული აქტების შესახებ”, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონების, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების პერსონალის მართვის პრინციპების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული ან ფრანგული);
ე) კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
2. კონკურენციის დაცვის სამმართველოს მთავარი ექსპერტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის 3 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონების, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული ან ფრანგული);
ე) კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
მუხლი 3. რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების ანალიზის სამმართველო
1. რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების ანალიზის სამმართველოს უფროსი
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის 7 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, ,,მეწარმეთა შესახებ”, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”, ,,ნორმატიული აქტების შესახებ”, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების, პერსონალის მართვის პრინციპების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული ან ფრანგული);
ე) კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
2. რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების ანალიზის სამმართველოს მთავარი ექსპერტი
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის 3 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”, ,,ნორმატიული აქტების შესახებ”, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული ან ფრანგული);
ე) კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
მუხლი 4. იურიდიული სამმართველო
1. იურიდიული სამმართველოს უფროსი
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის 7 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, ,,მეწარმეთა შესახებ”, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”, ,,ნორმატიული აქტების შესახებ”, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, სამოქალაქო კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის, საკადრო და საქმისწარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების, პერსონალის მართვის პრინციპების ცოდნა;
დ) უცხო ენისა ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული ან ფრანგული);
ე) კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
2. იურიდიული სამმართველოს მთავარი ექსპერტი
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის 3 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, ,,მეწარმეთა შესახებ”, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”, ,,ნორმატიული აქტების შესახებ”, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული ან ფრანგული);
ე) კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
მუხლი 5. კანცელარიის უფროსი
1. უმაღლესი განათლება.
2. საჯარო სამსახურში მუშაობის 5 წლის გამოცდილება.
3. საკადრო და საქმისწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების ცოდნა.
4. კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
მუხლი 6. მთავარი ბუხჰალტერი
1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება.
2. სპეციალობით მუშაობის 5 წლის გამოცდილება.
3. საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ”, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების, ,,შრომის კანონთა კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების, საქართველოში აღიარებული ბუხჰალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
4. კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე, მათ შორის საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.