აბაშის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2024 წლის 22 აპრილი აბაშა |
|
1.დაწესებულება – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ, ან აბაშის მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება.
2.ქონების განკარგვა – დაწესებულების ქონების გასხვისება და სარგებლობის უფლებით გადაცემა.
3.აუქციონატორი – დაწესებულების ხელმძღვანელი.
4.დამფუძნებელი – აბაშის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის მერი.
5.ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ (შემდგომში „N669 დადგენილება“) შესაბამისად.
2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი, დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
4.დაწესებულების ხელმძღვანელმა დამფუძნებელს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს აუქციონის პირობები, ქონების საწყისი ფასი, აუდიტის დასკვნა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2.დაწესებულების ქონების აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.დაწესებულების ქონების აუქციონის/პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი, დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე. უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე კი, დამფუძნებელი გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე ან უამისოდ და შესაბამის დავალებას აძლევს დაწესებულების ხელმძღვანელს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. დამფუძნებელი უფლებამოსილია, დაწესებულების ხელმძღვანელის ან შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება (წერილობითი თანხმობის ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით) დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების (მათ შორის, ინვენტარის) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების ან სხვა გაერთიანებების ორგანიზებით საქველმოქმედო, კულტურული, საგანმანათლებლო ან სხვა ფორმით განსახორციელებელი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად, ღონისძიების ჩატარების ვადით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
5.დაწესებულების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის დაწესებულების ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, დამფუძნებლის თანხმობით.
6.დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას (აუქციონი/პირდაპირი განკარგვა) დამფუძნებელს შესათანხმებლად წარუდგინოს ქირის საფასური/ქირის საწყისი საფასური, აუდიტის დასკვნა, აუქციონის პირობები, სარგებლობაში გადაცემის ვადა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2.დაწესებულების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
3.დაწესებულების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას და აუქციონის ჩატარებას უზრუნველყოფს აუქციონატორი, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობაში გადაცემის მიზნით აუქციონის ორგანიზებისა და აუქციონის ჩატარებისათვის საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 8 დეკემბრის, №669 დადგენილებით დადგენილი წესების შესაბამისად, ამავე წესების შესაბამისად განისაზღვრება აუქციონში მონაწილეობის პირობები, აუქციონატორისა და აუქციონის მონაწილის უფლება-მოვალეობები, განმეორებითი/ვადაგაგრძელებული აუქციონის ჩატარების წესები.
2.დაწესებულების ქონების გასხვისების შემდეგ, ქონების შემძენის მიერ გადახდილი ქონების სრული ღირებულება ირიცხება შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე.
3.დაწესებულების ქონების სარგებლობაში მიმღები სარგებლობის საფასურს იხდის შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე.
2.აუქციონში გამარჯვებულს მის მიერ გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება ქონების შეძენის შემთხვევაში – საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო ქონების სარგებლობაში მიღების შემთხვევაში – სარგებლობის ვადის ბოლო წლის ქირის ოდენობაში.
3.აუქციონში გამარჯვებულს ქონება საკუთრებაში/სარგებლობაში არ გადაეცემა, გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა უკან არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება, თუ მან უარი განაცხადა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ან დადგენილ ვადებში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
4.ქონების სარგებლობაში მიმღების პასუხისმგებლობა (დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები) სააუქციონო პირობების და ხელშეკრულების დარღვევისათვის არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 8 დეკემბრის, №669 დადგენილებით კონკრეტული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე ნაკლები.
2.დაწესებულების ქონების პირდაპირი განკარგვის/აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემისას, ქირის საფასურის/ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებელთან შეთანხმებით, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საფასურის ოდენობით.