⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.12.2001)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2000
ძალის დაკარგვა 31.12.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №471
სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.000.001927
გამოქვეყნების წყარო სსმ, 101, 31/10/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,525 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2000 მიღება
31.12.2001 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №471 2000 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინის­ტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძ­ველზე დაკისრებულ ფუნქციებს. 2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარ­მოადგენს სახელმწიფოს. 3. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 6. სამინისტროს იურიდიული მისამართია ქ.თბილისი 380046, რუსთაველის გამზირი 30. მუხლი 2🔗. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: ა) სამართლებრივი რეფორმის კოორდინაცია და იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა; ბ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; გ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პროგრამის შემუშავება და შესრულების წარმართვა; ე) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკ­რულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა; ვ) სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა; ზ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რე­გისტრაცია; თ) სასამართლო აქტების აღსრულების უზრუნველყოფა; ი) მოქალაქეობის, იმიგრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; კ) კანონმდებლობის საფუძველზე ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება; ლ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიული პირების სახელმწიფო რეგისტრაცია; მ) სამართლებრივი ინფორმატიკისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ნ) საქართველოს კანონთა წიგნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალური გამოცემების უზრუნველყოფა; ო) სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება; პ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იარაღის ლეგალური ბრუნვის უზრუნველყოფა; ჟ) საჯაროო რეესტრების წარმოება; რ) კანონით დადგენილ ფარგლებში ნორმატიული აქტების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნათა საკითხების განხილვა; ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზება, სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, მათი მატერიალურ-ტექნკიური და სამართლებრივი უზრუნველყოფა; ტ) სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დადებულ იმ ხელშეკრულებათა ვიზირება, რომლებიც საქართველოში არსებული ან საერთაშორისო კერძო არბიტრაჟების განსჯადია; უ) სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთა­შორისო და საქართველოში არსებულ კერძო არბიტრაჟებში, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, რომელთა სარჩელის ფასი აღემატება 1 მილიონ ლარს; ფ) კანონით ან კანონის საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა. მუხლი 3🔗. სამინისტროს კომპეტენცია თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) სამართალშემოქმედების მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპების შემუშავება; გ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში მომზადებული ნორმატიული აქტების ექსპერტიზა; დ) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და კოდიფიკაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალის­წინებული სამართლებრივი დახმარების ფუნქციის განხორციელება; ე) ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება ნაბეჭდი და მაგნიტური მატარებლების სახით; ვ) საჯარო რეესტრების წარმოება; ზ) საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს – საქარ­თველოს საკანონმდებლო მაცნეს, საქართველოს კანონთა წიგნის, ნორ­მატიული აქტების კრებულებისა და კოდექსების ოფიციალური ტექსტების გამოცემა; თ) სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვით­მმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებების მოთხოვნით ცნობების გაცემა ნორ­მატიული აქტის მოქმედების შესახებ; ი) სამართლებრივი პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება; კ) ევროპული სამართლის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია; ლ) ევროსაბჭოს აქტებისა და სასამართლო პრაქტიკის პოპუ­ლარიზაცია; – ევროპული სამართლის მოთხოვნებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების პროექტების შესაბამისობის შემოწმება და სათანადო დასკვნების წარდგენა; – თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის გაწეუ­ლი უცხოური სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება; – ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა; – სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთა­შორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზაცია; მ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, ამ მიზნით შექმნილი საუწყება­თაშორისო კომისიების ხელმძღვანელობა და საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სა­ხელით დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და ადამიანის უფლებათა უვროპის სასამართლოში წარდგენა, მის პროცედურებში მონაწილეობა, გამოტანილ გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანი­ზაცია და კონტროლი; ნ) სასამართლო აქტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) აქტების აღსრულების ორგანიზაციის განხორციელება; – საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების აქტების აღს­რულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულთა გა­დაცემისა და ექსტრადაციის საკითხთა გადაწყვეტა; ო) სააღსრულებო სამსახურების მოქმედების კოორდინაცია და მათი საქმიანობის კონტროლი; პ) საქართველოს მოქალაქედ მიღების, მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ მასალების მომზადება; – იმიგრაციის, მოქალაქეობის დადგენისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მოქალაქეობისა და იმიგრაციის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობა; – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მართვა და კონტროლი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; – საქართველოში გაცემული და უცხო სახელმწიფოში გამოსა­ყენებლად განკუთვნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საბუთების გამფორმება (ლეგალიზაცია); ჟ) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამ­ხედველობა; რ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტ­რირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესით; ს) იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადების, შეკეთებისა და ვაჭრობის ლიცენზიის გაცემა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრული კვოტირების ფარგლებში; ტ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდი­რების სისტემის განვითარება და სრულყოფა; უ) ნორმატიული აქტების შეჩერებისათვის (გაუქმებისათვის) უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების გაუქმების შეჩერების მოთხოვნით; ფ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვა, მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, კანონით გათვალისწინებული წესით მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველოფა; – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის მზადების სტადიაში მისი აცილება, მომხდარი დანაშაულის გამოვლენა, გახსნა და მოკვლევა; ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენა-გახსნაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწე­სებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოროციელება; ქ) საქართველოს პრეზიდენტისათვის და პარლამენტისათვის ყოველწლიური ცნობის წარდგენა იუსტიციის სამინისტროში შესულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით; ღ) უცხოელი ადვოკატების განცხადებათა განხილვა საქართ­ველოს სასამართლოებში დამცველად ან მხარეთა წარმომადგენლად დაშვების შესახებ; ყ) ადვოკატის შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა სახელმ­წიფო ბიუჯეტიდან სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ მოქალაქის დაცვის საფასურისაგან გათავისუფლების შემთხვევაში; შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა; ჩ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იური­დიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა სწავლების, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა და ამ მიზნით სასწავლო ცენტრის ფორმირება და მართვა; ც) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება;  ძ) სამინისტროს ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით. წ) კანონით ან კანონის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლება­მოსილებათა განხორციელება. მუხლი 4🔗. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურული ერთეულები 1. სამინისტროს შემადგენლობაშია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო. 2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია: ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი; ბ) საქართველოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები. 3. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი; ბ) საქართველოს სააღსრულებო სამსახური; გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა; დ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია; ე) იუსტიციის სასწავლო ცენტრი. 4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურები; ბ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ადგილობრივი გან­ყოფილებები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სპეციალიზებული განყოფილებები. 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მინისტრის კაბინეტი; ბ) ნორმატიული აქტების მომზადების, კანონმდებლობის სისტე­მატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტი; გ) სახელმწიფო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზ­რუნ­ველყოფის დეპარტამენტი; დ) ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დე­პარტამენტი; ე) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი; ვ) მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტი; ზ) სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი; თ) პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ი) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი; კ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი; ლ) მთავარი კანცელარია; მ) სალიცენზიო სამმართველო; ნ) სამედიცინო დეპარტამენტი ო) შიდა კონტროლის სამსახური. მუხლი 5🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე. 2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი მინისტრის წარდგინებით. მუხლი 6🔗. მინისტრი 1. მინისტრი: ა) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონ­მდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამი­ნისტროს მმართველობას განეკუთვნება; გ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს და თანა­შემწეებს, სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებსა და მათ მოადგილეებს, საშტატო ნუსხით გათვალის­წინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო სათათბირო ორგა­ნოსთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთ­ხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ვ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს; ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას; თ) იღებს გადაწყვეტილებას იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების შესახებ; ი) იღებს გადაწყვეტილებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის ნებართვის გაცემის ან უარის თქმის შესახებ; კ) ხელს აწერს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ლიცენზიებს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის ორგანოების მოხელეებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს; მ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანი­ჭებლად; ნ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს, ადგენს სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით; პ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათ­ბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი; ჟ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის; რ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება; ს) აბარებს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; – ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს ცნობას სამინისტროში შესულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით; ტ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით; უ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებასა და მიზანშე­წო­ნილობისათვის; ფ) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსე­ბული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს; ქ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მო­ადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამთავრობო დაწე­სებულებათა ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ღ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამ­დებობის პირებისა და მოხელეთა მიერ გაცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმო­ფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ; ყ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამი­ნისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; შ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ჩ) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკის­როს პირველ მოადგილეს; ც) აკისრებს სამინისტროს ერთ-ერთ მოხელეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქ­ციის განხორციელებას; ძ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 2. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით. მ უხლი 7. მინისტრის მოადგილეები 1. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფ­ნისას. 3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით წარმოადგენს სახელმწიფოს საერთაშორისო ან საქართველოში არ­სებულ კერძო არბიტრაჟებში, აგრეთვე სასამართლოში კანონ­მდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით. მუხლი 8🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები; ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; გ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. 2. სამინისტროს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს მინისტრი. მუხლი 9🔗. სამინისტროს სხვა მოხელეები 1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან: ა) მინისტრის მრჩევლები; ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები; გ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) მდივან-სპეციალისტები; დ) სამინისტროს მრჩევლები ; ე) სამინისტროს სპეციალისტები. 2. მინისტრის მრჩევლები, თანაშემწეები და მდივან-სპეციალისტები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩე­ველი, თანაშემწე და მდივან-სპეციალისტი თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით. 3. სამინისტროს მრჩევლებსა და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით. 4. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს და მდივან-სპეციალისტს მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ისინი უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე და მდივან-სპეციალისტი თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლება­მოსილების ვადით. 5. სამინისტროს მრჩევლებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 10🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი 1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხე-ლეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზა­დებულ დოკუმენტებს; დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვა­ლეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, წარუდგენს დასკვნებს; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად; თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღ­ვრულ ამოცანებს. 5. დეპარტამენტი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად, სექტორებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად. სტრუქ­ტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 11🔗. მინისტრის კაბინეტი მინისტრის კაბინეტის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის სახელით სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მაკოორ­დინირებელი ფუნქციების განხორციელება, მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრის (სამინისტროს) ურთიერთობის ორგანიზება; მინისტრის მოხსენებების, გა­მოსვლების, ანგარიშების მომზადება, მისი ორგანიზაციული, საინ­ფორმაციო და სამართლებრივი მომსახურება; სადღეღამისო მორი­გეობის უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან ინფორმაციის მიღება და დამუშავება. მუხლი 12🔗. პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამ­თავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; საზოგადოების ინფორ­მირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორ­ციელების თაობაზე. მუხლის 13. ნორმატიული აქტების მომზადების, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტა­მენტი ნორმატიული აქტების მომზადების, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ნორმატიული აქტების პროექტების მომზა­დება, სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობებისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმ­წიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, დარგობრივი სამინისტროებისა და უწ­ყებების პრობლემატიკის შესწავ­ლა სამარ­თლშემოქმედებითი საქ­მია­ნობის განხორციელების მიზნით; კანონ­მდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; სამარ­თალშემოქმედებითი და სამართალდაცვითი პროცესის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა, ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი. მუხლი 14🔗. საერთაშორისო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი სახელმწიფო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზრუნ­ველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა უფლებამოსილი თანამდებობის პირებისა და ორგანოების მიერ სამინისტროსათვის გამოგ­ზავნილ შეკითხვებსა და მასალებზე შესაბამისი პასუხების მომზადება; სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დადებულ იმ ხელშეკრულებათა ვიზირებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება, რომლებიც საქართველოში არსებული ან საერთაშორისო კერძო არბიტრაჟების განსჯადია; სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და საქართველოში არსებულ კერძო არბიტრაჟებში, აგრეთვე აღმას­რულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასა­მართლოებში იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, რომელთა სარჩელის ფასი აღემატება 1 მილიონ ლარს. მუხლი 15🔗. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხ­მებების მომზადების, დადებისა და შესრულების ორგანიზება, ქართული სამართლის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებ­თან, სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო აქტებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება; მსჯავრდებულთა გადაცემისა და მიღების, აგრეთვე დადგენილი წესით ექსტრადაციის საკითხებზე მინისტრის გადაწყვეტილებათა მომზადება; (ევროპის ადამიანის უფ­ლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვა, სამთავ­რობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზაცია და დამუშავება, სახელმწიფოს სახელით წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტების (დას­კვ­ნების) პროექტების მომზადება; დასახელებული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა შესრულებისა და კონტროლის ორგა­ნიზება). მუხლი 16🔗. ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების საჯარო რეესტრის წარმოება; „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამინისტროს უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 17🔗. მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა, იმიგ­რაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტი  მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა, იმიგრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ცალკეულ დაინ­ტერესებულ პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადგენა, უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეთა მოქალაქეობიდან გასვლის ან მათ მიერ მოქალაქეობის დაკარგვის, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართ­ველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების მასალების წინასწარ განსახილველად მომზადება, მოქალაქეობისა და იმიგრაციის საინფორმაციო ბანკის შექმნა; კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტა, ორგანიზება და კოორდინაცია; სამოქალაქო მდგომარეობის საკითხთა ბანკის შექმნა; ნოტარიატის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მინისტრის უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ნოტარიატის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესებისათვის ხელის შეწყობა; სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაცია. მუხლი 18🔗. საკადრო საკითხთა დეპარტამენტი საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება, სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმ­ძღვანელობა და კოორდინაცია, წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება, მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობი­ლიზაციო საქმიანობის განხორციელება. მუხლი 19🔗. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სა­მი­ნისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა, სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზხრუნველყოფა, სამინისტროს სისტემის ცენტრალიზებული მომარაგება, კაპიტალური მშენებლობისა და კაპი­ტალური რემონტის დაგეგმა-განხორციელება. მუხლი 20🔗. მთავარი კანცელარია მთავარი კანცელარიის ძირითადი ამოცანაა საქმისწარმოების ორგანიზაცია, სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის ორგანიზაცია, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების მომზადება და ოქმის გაფორმება, საიდუმლოების რეჟიმისა და კონსპირაციის დაცვა, საიდუმლო საქმის­წარმოების განხორციელება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვ­დომობის უზრუნველყოფა. მუხლი 21🔗. სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების რეგისტრაცია; რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლი დადგენილი წესით; საჯარო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა. მუხლი 22🔗. სალიცენზიო სამმართველო სალიცენზიო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენ­ზიების აღრიცხვა. მუხლი 23🔗. სამედიცინო დეპარტამენტი სამედიცინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწე­სებულებების სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი. მათი საქმიანობის ორგანიზება, სანიტარული ზედამხედ­ველობის, ეპიდემიასაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება; სასჯელაღსრულების ორგანოთა და სამი­ნისტროს სისტემის სხვა მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების უზრუნ­ველყოფა; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზთან და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა და კონტროლი; ნარკოლოგიური და ფსიქონევროლოგიური კომისიების მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდომოლოგიური მდგომარეობის შემოწმება; კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა. სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტაიისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი; სას­ჯელაღსრულების დაწესებულებებში მიყვანისას პირთა წინასწარი სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კონტროლი; ავადმყოფთა დროული ჰოსიტალიზაციის, აგრავაციის პროფილაქტიკის, გამოჯან­მრთელებულთა საავადმყოფოდან დროული გაწერის ორგანიზაცია; სასჯელაღსრულების მსჯავრდებულთა საერთო, გაძლიერებულდიეტური და სამკურნალო კვების რაციონის დაცვის ორგანიზება და სისტემატური კონტროლი; სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური კონტიგენტის გაგზავნის, მკურნალობისა და გაწერის ორგანიზაცია და კონტროლი; ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისაგან გათა­ვისუფლების საკითხების მომზადება. მუხლი 24🔗. შიდა კონტროლის სამსახური 1. შიდა კონტროლის სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამინისტროს სისტემის ორგანოების თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამო სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებზე შემოსულ განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება და სწრაფი და ეფექტური რეაგირება; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოსკანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვის კონტროლი; სამინისტროს სისტემის სამსახურებში შიდა აუდიტის მოწყობა. 2. შიდა კონტროლის სამსახური მინისტრის დავალებით აწარმოებს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ინსპექტირებას, სამსახურებრივი შემოწმების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებებისაან მოითხოვს მისთვის საჭირო ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთან დაკავშირებით; ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას მსჯავრდებულთა და პატიმართა გაქცევის ფაქტებთან დაკავშირებით; იხილავს და ახდენს შესაბამის რეაგირებას პროკურატურის, სასამართლო ორგანოებიდან ან სხვა უწყებებიდან შემოსულ წერილებსა და წარდგინებებზე, რომლებიც შეეხება სასჯელ­აღსრულების დაწესებულებებს; ადგენს სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნას და წარუდგენს მინისტრს დასამ­ტკიცებლად. 3. შიდა კონტროლის სამსახური უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს. მუხლი 25🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში _ სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 2. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუ ეს უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს. 3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნ­ველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები. 4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმ­ძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები. 5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაო­ბისათვის პასუხისმგებელ პირს. 6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები. 8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მისი შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. 9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს. მუხლი 26🔗. სამინისტროს სიმბოლიკა 1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. 2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელის აბრებზე. 4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.