კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 19.04.2024
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.04.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგურ მეტეხში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების მინიჭების თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის
სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №16
2024 წლის 19 აპრილი
კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2024 წლის №82-822410160 წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 12 თებერვლის №30111 მომართვის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 12 თებერვლის №30111 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. მიენიჭოს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩას სახელწოდება დანართი №1-ის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი