⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.08.2012)
გაუქმებულია:

„ლტოლვილის მოწმობის ფორმის და ლტოლვილის მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 03.10.2005
ძალის დაკარგვა 22.08.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №570
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.753
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 07/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 974 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2005 მიღება
22.08.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ლტოლვილის მოწმობის ფორმის და ლტოლვილის მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 58.5pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.753 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №570 2005 წლის  3 ოქტომბერი ქ. თბილისი ლტოლვილის მოწმობის ფორმის და ლტოლვილის მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ,,ლტოლვილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ლტოლვილის მოწმობის ფორმა თანდართული ნიმუშის მიხედვით (დანართი №1) და ლტოლვილის მოწმობის შესახებ დებულება (დანართი №2). 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. გვათუა                                                                                                           დანართი 1 გვერდი პირველი დანართი №2 ლტოლვილის მოწმობის შესახებ დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ლტოლვილის მოწმობის შესახებ დებულება (შემდგომში _ დებულება) შემუშავებულია “ლტოლვილთა შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე და განსაზღვრავს ლტოლვილის მოწმობის აღწერილობას, მოწმობის რეკვიზიტებს, მოწმობის შევსებასთან, გაცემასა და შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ლტოლვილის მოწმობა სათანადო გაფორმების გარეშე, შესწორებით, წაშლილი სიტყვებითა და გადასწორებული თარიღებით ითვლება ძალადაკარგულად. 3. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის (შემდგომში _ მინისტრი) ბრძანებით.     მუხლი 2🔗. ლტოლვილის მოწმობის რეკვიზიტები და აღწერილობა 1. ლტოლვილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური მონაცემები, რომლებიც სამინისტროს გააჩნია ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას. 2. ლტოლვილის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების წელი; დ) მოქალაქეობა; ე) სქესი; ვ) ლტოლვილის პირადი ნომერი; ზ) ფოტოსურათი; თ) დროებითი მისამართი; ი) რეგისტრაციის თარიღი; კ) ლტოლვილის პირადი ხელმოწერა; ლ) მინისტრის ხელმოწერა; მ) სამინისტროს ბეჭედი. 3. ლტოლვილის მოწმობა არის უცვეთი 0,30 მილიმეტრიანი გლუვი პლასტიკატისაგან დამზადებული დოკუმენტი. მისი ზომაა 86 X 54 მმ. შეიცავს დამცავ ჰოლოგრამებს. მოწმობა ორგვერდიანი და ორენოვანია. 4. ლტოლვილის მოწმობის პირველ გვერდზე, ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, რომლის ქვემოთ – წარწერა ინგლისურ ენაზე: “GEORGIA”, ხოლო ზედა ცენტრალურ ნაწილში _ “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო”. აღნიშნული წარწერის ქვემოთ განთავსებულია წარწერა ქართულ ენაზე: “ლტოლვილის მოწმობა” და ინგლისურ ენაზე “REFUGEE CARD”. მოწმობის პირველ გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: მოწმობის მფლობელის სახელი და გვარი, მისი დაბადების წელი, სქესი და მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია. ლტოლვილის სტატუსი მქონე პირის ფოტოსურათი განთავსებულია მოწმობის მარჯვენა ნაწილში, მოწმობის პირველი გვერდის მარცხენა ქვედა კუთხეში მოცემულია ლტოლვილის პირადი ნომერი და ხელმოწერა. მოწმობის პირველი გვერდის ზედაპირზე განთავსებულია დამცავი ჰოლოგრამები: “secure” და “geniune”. 5. ლტოლვილის მოწმობის მეორე გვერდზე ზედა ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია წარწერა: ,,1951 წლის კონვენცია ლტოლვილის სტატუსის შესახებ” ქართულ და ინგლისურ ენებზე. მეორე გვერდზე მოცემულია ინფორმაცია მოწმობის მფლობელის დროებითი საცხოვრებელი ადგილის და ლტოლვილის რეგისტრაციის თარიღის შესახებ. მეორე გვერდის ქვედა ნაწილში მითითებულია მინისტრის ხელმოწერა და განთავსებულია სამინისტროს ბეჭედი.     მუხლი 3🔗. ლტოლვილის მოწმობის შევსება, გაცემა და შეცვლა 1. ლტოლვილის მოწმობის შევსებას, გაცემასა და შეცვლას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილთა, რეპატრიანტთა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი). 2. ლტოლვილის მოწმობის შევსება ხორციელდება ლტოლვილის ანკეტაში არსებული პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების საფუძველზე. 3. ლტოლვილის მოწმობის შეცვლა ხდება შემდეგ შემთხვევებში: ა) სახელის ან გვარის შეცვლისას; ბ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას; გ) გამოყენებისათვის უვარგისობის (დაზიანება და სხვა) ან დაკარგვისას. 4. ლტოლვილის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს. 5. ლტოლვილის მოწმობის შეცვლის დასაბუთებული მოთხოვნით ლტოლვილის მოწმობის მფლობელი მიმართავს სამინისტროს წერილობითი ფორმით. 6. სამინისტრო ერთი კვირის ვადაში განიხილავს და წყვეტს მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხს. 7. ლტოლვილის ახალი მოწმობის გაცემის დღიდან, დაკარგული ან სხვა მიზეზის გამო შესაცვლელი მოწმობა ძალადაკარგულად ითვლება. 8. ლტოლვილის მოწმობის ჩაბარების ან გამოცვლის შემთხვევაში მოწმობა ექვემდებარება განადგურებას. მოწმობის განადგურება ფორმდება დეპარტამენტის მიერ შედგენილი აქტით. განადგურების აქტი მტკიცდება დეპარტამენტის უფროსის მიერ. 9. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემდეგ ლტოლვილის მოწმობის გაცემა ხდება “ლტოლვილთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში. 10. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის ლტოლვილის მოწმობის გაცემის აღრიცხვა ხდება კომპიუტერში და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში. 11 ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი ლტოლვილის მოწმობის მიღებას ადასტურებს ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში. ჟურნალის ფორმა და მისი წარმოების წესი მტკიცდება მინისტრის ადმინისტრაციული აქტით. 12. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებიდან მოწმობის მიღებამდე ან მოწმობის შეცვლისას ახალი მოწმობის მიღებამდე, სამინისტრო უზრუნველყოფს ლტოლვილზე დროებითი ცნობის გაცემას, რომელშიც აისახება ლტოლვილის შესახებ პერსონალური მონაცემები. ცნობა შეიცავს ლტოლვილის სახელს, გვარს, ცნობის გაცემის თარიღს და მოქმედების ვადას. აგრეთვე თანამდებობის პირის ხელმოწერასა და ფოტოსურათს დამოწმებულს სამინისტროს ბეჭედით. ცნობაში აისახება მიზეზი, თუ რის გამო არა აქვს ლტოლვილს მოწმობა. 13. ლტოლვილის დროებით ცნობას აქვს რიგითი ნომერი.