სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.04.2024
ძალაში შესვლა 01.06.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №149
სარეგისტრაციო კოდი 340140000.10.003.024542
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2024
matsne.gov.ge 1,267 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2024 მიღება
01.06.2024 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
ავტორიზაცია
პროცესი, რომელიც მოიცავს სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირის რეესტრში შეტანასა და სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის დაშვებას
მუხლი 3
ავტორიზაციის მაძიებელი
ავტორიზაციის შესახებ განაცხადის შემტანი ფიზიკური ან იურიდიული პირი
მუხლი 3
ავტორიზაციის პირობები
ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტორიზაციის მაძიებელი ავტორიზაციის მისაღებად და სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად
მუხლი 3
სურსათის შეწირულობის გამცემი პირი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს სურსათის მიწოდების ციკლში და ახდენს სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისათვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემას
მუხლი 3
შეწირული სურსათის მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს სურსათის მიწოდების ჯაჭვში და ახდენს სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისათვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემას ან შეწირულობის სახით გაცემული ჭარბი სურსათის შეგროვებას, შენახვას, აღდგენასა და გადანაწილებას
მუხლი 3
ავტორიზებული პირი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტით მინიჭებული აქვს  სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების უფლება. 2.  ამ წესის  მიზნებისათვის გამოიყენება ასევე „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი 91% 09.02.2023 სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 03.06.2025 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 24.12.2021 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 12.01.2021 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 31.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №149 2024 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის  „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი“ (შემდგომში – წესი) აწესრიგებს სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის პირობებსა და პროცედურებს. 2. გარდა ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა, სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია რეგულირდება „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2🔗. მიზანი და გამოყენების სფერო 1. ეს წესი მიზნად ისახავს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას. 2. ამ წესით განსაზღვრული ავტორიზაცია შეიძლება გაიცეს ფიზიკურ პირზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ ან მეწარმე სუბიექტზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებულ ფილიალზე (ავტორიზაციის მაძიებელი). 3. ამ წესით დადგენილი ავტორიზაციის ვალდებულება ვრცელდება: ა) სურსათის შეწირულობის სახით გამცემ პირზე; ბ) შეწირული სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციაზე/სურსათის ბანკზე. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტორიზაცია – პროცესი, რომელიც მოიცავს სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირის რეესტრში შეტანასა და სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის დაშვებას; ბ) ავტორიზაციის მაძიებელი – ავტორიზაციის შესახებ განაცხადის შემტანი ფიზიკური ან იურიდიული პირი; გ) ავტორიზაციის პირობები – ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტორიზაციის მაძიებელი ავტორიზაციის მისაღებად და სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად; დ) სურსათის შეწირულობის გამცემი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს სურსათის მიწოდების ციკლში და ახდენს სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისათვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემას; ე) შეწირული სურსათის მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკიარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს სურსათის მიწოდების ჯაჭვში და ახდენს სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისათვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემას ან შეწირულობის სახით გაცემული ჭარბი სურსათის შეგროვებას, შენახვას, აღდგენასა და გადანაწილებას; ვ) ავტორიზებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტით მინიჭებული აქვს  სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების უფლება. 2.  ამ წესის  მიზნებისათვის გამოიყენება ასევე „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 4🔗. ზოგადი მოთხოვნები 1. სურსათის შეწირულობის სახით გამცემი პირი და/ან შეწირული სურსათის მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი სურსათით საქველმოქმედო საქმიანობას განახორციელებენ მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული ავტორიზაციის პირობების დაკმაყოფილების შემდეგ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, შეჩერება და გაუქმება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. 3. ავტორიზაციის მაძიებელი ან მისი წარმომადგენელი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციის გავლის შემდეგ, რეგისტრირებული უნდა იქნეს სააგენტოს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა რეესტრში (შემდგომში − რეესტრი). მუხლი 5🔗. ავტორიზაციის პირობები 1. ავტორიზაციის მაძიებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  როგორც ბიზნესოპერატორი,  რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 2. ამ წესით განსაზღვრული ავტორიზაციის მაძიებელს, თუ ის წარმოადგენს შეწირული სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. 3. ამ წესით განსაზღვრული  ავტორიზაციის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით  განსაზღვრულ  მოთხოვნებს. 4. ავტორიზაციის მაძიებელი უნდა იყოს აღიარებული ბიზნესოპერატორად, თუ მისი საქმიანობა „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილების თანახმად ექვემდებარება აღიარებას.  5. გარდა ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს: ა) დანერგილი უნდა ჰქონდეს და განახორციელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები; ბ) საკუთრებაში ჰქონდეს ან იჯარით უნდა ჰქონდეს აღებული სათავს(ებ)ი სურსათით საქველმოქმედო საქმიანობისათვის, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჰიგიენის მოთხოვნებს; გ) დანერგილი უნდა ჰქონდეს ანგარიშგების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სააგენტოს, განახორციელოს შეწირული სურსათის,  მისი შენახვისა და  განაწილების სახელმწიფო კონტროლი; დ)   შემუშავებული და დამტკიცებული უნდა ჰქონდეს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა; ე) სურსათის მიმღებმა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციამ/სურსათის ბანკმა შეწირული სურსათის ტრანსპორტირება  უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 6🔗. ავტორიზაციის პროცედურები 1. ავტორიზაციის მინიჭებისათვის ავტორიზაციის მაძიებელი წერილობითი განაცხადით მიმართავს სააგენტოს. 2. თუ ავტორიზაციის მაძიებელი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას და/ან დისტრიბუციას: ა) განაცხადში უნდა მიეთითოს ავტორიზაციის მაძიებლის: ა.ა)   სახელწოდება; ა.ბ)  სამართლებრივი ფორმა; ა.გ)  საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი; ა.დ)  ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი); ა.ე) ეკონომიკური საქმიანობის სახე (სექცია, განყოფილება, ჯგუფი, კლასი, ქვეკლასი); ა.ვ) ბიზნესოპერატორის აღიარების/პირობითი აღიარების ნომერი (არსებობის შემთხვევაში); ბ) განაცხდს უნდა დაურთოს ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან. 3. თუ ავტორიზაციის მაძიებელი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი: ა) განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს: ა.ა) სახელწოდება; ა.ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ) განაცხადს უნდა დაურთოს ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან. 4. განაცხადთან ერთად, შეწირული სურსათის მიმღებმა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციამ/სურსათის ბანკმა, უნდა წარადგინოს: ა)  საქველმოქმედო ორგანიზაციის  სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; ბ) დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ სტატუსი არ არის გაუქმებული ან შეჩერებული; გ) ხელმძღვანელი ორგანოსა და ფილიალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართები; დ) ინფორმაცია ძირითადი საქმიანობის შესახებ; ე) ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას; ვ) შენობა-ნაგებობების და/ან სათავსების საკუთრების ან იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შეწირულობის სახით გაცემული ჭარბი სურსათის შეგროვების, შენახვის, აღდგენისა და გადანაწილებისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ამ მუხლის პირველი − მე-4 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი განაცხადისა  და დოკუმენტების  შესაბამისობა ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან  სააგენტომ უნდა შეამოწმოს 14 დღის ვადაში. 6. თუ ამ მუხლით განსაზღვრული შემოწმებისას დადგენილ იქნა შეუსაბამობა, სააგენტომ ამის შესახებ უნდა აცნობოს ავტორიზაციის მაძიებელს. 7. ავტორიზაციის მაძიებელმა შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შეუსაბამობის გამოსწორება. 8. სააგენტომ განაცხადისა და სრულყოფილი დოკუმენტების წარდგენიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს ავტორიზაციის მაძიებლის ინსპექტირება და ავტორიზაციის პროცედურების დასრულება.  9. ავტორიზაციის მაძიებელს ენიჭება ავტორიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 10.  ავტორიზაციის მაძიებელს ავტორიზაცია ენიჭება 5 წლის ვადით. 11. სააგენტო აწარმოებს რეესტრს. რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) ორგანიზაციის სახელწოდება; ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი; გ) მისი ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების მისამართები, სადაც განხორციელდება სურსათით საქველმოქმედო საქმიანობა; დ) ავტორიზაციის გაცემის თარიღი. 12. რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. 13. სააგენტოს მიერ შემუშავებულ უნდა იქნეს: ა)  სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის ნომრის მინიჭების წესი; ბ) სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის  ავტორიზაციის განაცხადის ფორმა. მუხლი 7🔗. ავტორიზაციაზე უარი, ავტორიზაციის შეჩერება, ავტორიზაციის გაუქმება 1. ავტორიზაციაზე უარის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ავტორიზაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი არასწორი და არასრული მონაცემების გამოსასწორებლად განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობა,  ყალბი დოკუმენტები;   ბ) ავტორიზაციის მაძიებელი, თუ ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის პირობებს. 2. ავტორიზებული პირის საქმიანობის შეჩერება ხდება სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე: ა) ავტორიზებული პირის ინიციატივით; ბ) სურსათით საქველმოქმედო საქმიანობაში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო. 3. ავტორიზაციის გაუქმების საფუძველია: ა) ავტორიზებული პირის  ინიციატივა; ბ) ავტორიზებული პირის მიერ ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა; გ) სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციის/სურსათის ბანკის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის გაუქმება; დ) თუ ავტორიზაციის მინიჭებიდან 12 თვის განმავლობაში არ განახორციელებს ამ წესით მინიჭებულ უფლებამოსილებას; ე) ავტორიზაციით განსაზღვრული ვადის გასვლა. 4. თუ ავტორიზებულ პირს შეჩერებული აქვს ავტორიზაცია და ის განცხადებით მიმართავს სააგენტოს ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე, განცხადების მიღებიდან გონივრულ ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ინსპექტირება. 5. სააგენტოს მიერ ავტორიზაციის განახლება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 8🔗. ავტორიზებულ პირთა ვალდებულებები 1. ავტორიზებული პირი ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ სააგენტო  შეუჩერებს ან გაუუქმებს ავტორიზაციას. 2. რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ავტორიზებული პირი ვალდებულია, ცვლილებისთანავე წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილების შესახებ. მუხლი 9🔗. გასაჩივრების წესი ავტორიზაციის მაძიებლისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.