სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 3 24 00000805
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება  №REG 3 24 00000805

2024 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”  (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10)  და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და  სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების  სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „მედ-დიაგნოსტიკაზე“ (ს/ნ 400308387, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას I შესახვევი №8) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა".

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:

შპს „მედ-დიაგნოსტიკის“ (ს/ნ 400308387) დირექტორის, ლევან არჯევანიძის განცხადებები: N44020, 16.01.2024წ; N132537, 05.02.2024წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: N ლნ - 516 - 62, 14.03.2024წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: N10,   14.03.2024წ.

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             ლეილა ქოჩიაშვილი