სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
ბრძანება №REG 6 24 000005922024 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
1. გაიცეს შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრზე“ (ს/ნ 202193544, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ.№12/ლუბლიანას ქ.№66) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი- „სპეციალიზებული დახმარება“.
2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3.დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
5.ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 202193544) გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ლორიას განცხადებები: №1406751, 29.12.2023წ. და №95676, 26.01.2024წ.
ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ - 369 – 48, 23.02.2024წ.
ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №4, 26.02.2024წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი