სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
ბრძანება №REG 7 24 00000223
2024 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
1. სს „ვიანზე“ (ს/ნ 402295716; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N85/83ა) გაიცეს „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: სს „ვიანის” დირექტორის უფლებამოსილი პირის, სოფიო ანდღულაძის
განცხადებები: №1307450, 06.12.2023წ. №1356601, 18.12.2023წ.
ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი №2, 25.01.2024წ.
ადგილზე შემოწმების აქტი № ლნ - 107 - 19, 24.01.2024წ.
სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე