სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 7 24 00000593
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

 ბ რ ძ ა ნ ე ბ ა   REG 7 24 00000593

2024 წლის 26 თებერვალი 

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 11, პუნქტი ბ) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. შპს „მედი ქლაბ ჯორჯიაზე“ (ს/ნ 204927543, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ტაშკენტის ქუჩა №22ა; ქ. თბილისი, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტი) ქუჩა №22), გაიცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი – „არასპეციალიზებული დახმარება“.

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო და სალიცენზიო დანართის მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „მედი ქლაბ ჯორჯიას“ (ს/ნ 204927543) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი მახათაძის განცხადებები: №1401965, 28.12.2023 წ.; №100986, 29.01.2024 წელი;

შემოწმების აქტი – № ლნ – 362 – 47, 22.02.2024 წელი.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი – №5, 26.02.2024 წელი.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                ლეილა ქოჩიაშვილი