სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 7 24 00000746
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

    ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № REG 7 24 00000746

2024 წლის  7 მარტი 

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის  გაცემის  შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად,

ვბრძანებ:

1.გაიცეს სს „პედიატრზე“ (ფაქტიური  მისამართი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქუჩა №10, ს/ნ 200104840) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი „არასპეციალიზებული დახმარება“.

2.დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3.დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5.ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სს „პედიატრის“ (ს/ნ 200104840) დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადება: №89393, 25.01.2024 წელი.

ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ – 439 – 56, 04.03.2024 წელი.

ზეპირი მოსმენის  სხდომის ოქმი: №6, 07.03.2024 წელი.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                  ლეილა ქოჩიაშვილი