„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №358
2001 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტი;“
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:
„ს) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის დეპარტამენტი;
ტ) სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო.“.
2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და სახელმწიფო რეესტრის წარმოება, კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; სამართალშემოქმედებითი და სამართალდაცვითი პროცესის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა, სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი, სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა.“.
3. 24-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 244 და 245 მუხლები:
პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა კანონშემოქმედების სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციის უზრუნველყოფა და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, კანონპროექტების მომზადება და ექსპერტიზა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკის შესწავლა.
სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტის გამო სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტების შესახებ შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შემოწმება და რეაგირება, სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება და მინისტრთან დასამტკიცებლად წარდგენა.“.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.09.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.09.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №358. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №358, 10.09.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6162490/