“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნომებრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№571
სარეგისტრაციო კოდი
010.170.000.22.029.007.758
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 10/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.758

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №571

2005 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნოემბრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკი-ცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნოემბრის №500 ბრძანებით (სსმ III, 09.12.2004 წ., №145) დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. მინისტრის აპარატის მიზნები და ამოცანები

     მინისტრის აპარატის მიზნები და ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურების ორგანიზება;

გ) სამინისტროს საკადრო საქმიანობის ორგანიზება;

დ) მინისტრის მისაღების ორგანიზება და მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია;

ე) მინისტრის დავალებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება.”.

2. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. მინისტრის აპარატის ფუნქციები

     მინისტრის აპარატის ფუნქციებია:

ა) მინისტრის ბრძანების შესრულებაზე კონტროლი;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირებისადმი მინისტრის დავალებებისა და მითითებების შესრულებაზე კონტროლი;

გ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებზე და სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე დაკისრებული ფუნქციების ან ცალკეულ დავალებათა შერულების მდგომარეობის შესწავლა და შედეგების მინისტრისათვის მოხსენება;

დ) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება; მინისტრის სტუმრების მიღების უზრუნველყოფა; მინისტრის მივლინებების ორგანიზება;

ე) მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მისაღების ორგანიზება;

ვ) მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენება;

ზ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

თ) მინისტრის საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა; სამინისტროს საქმიანობიდან გამომდინარე მინისტრისათვის ანალიტიკური ხასიათის ცნობებისა და მასალების მომზადება;

ი) მინისტრის სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება;

კ) სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ორგანიზების ხელშეწყობა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;

ო) დადგენილი წესით მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა;

პ) სამინისტროს სისტემაში სტაჟირების ორგანიზება; სტაჟირების გავლის კონტროლი;

ჟ) სამინისტროში შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, შრომის დისციპლინის განმტკიცების ხელშეწყობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ს) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

უ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის სამუშაო პირობების შექმნის ორგანიზება;

ფ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი ინსტრუქციების მომზადება; სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა.”.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. გვათუა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნომებრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.10.2005.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნომებრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნომებრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 04.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №571. სარეგისტრაციო კოდი — 010.170.000.22.029.007.758.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნომებრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნომებრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნომებრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", №571, 04.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.758 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61630/