ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სანაპიროს ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და გერონტი კუხალეიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 25.04.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4/17
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.111.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ილტოზაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელეო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სანაპიროს ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და გერონტი კუხალეიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №4/17
2024 წლის 25 აპრილი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სანაპიროს ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და გერონტი კუხალეიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 ოქმის შესაბამისად,
მუხლი 1🔗
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სანაპიროს ქუჩას გადაერქვას სახელი და ეწოდოს „გერონტი კუხალეიშვილის ქუჩა“ თანდართული სიტუაციური გეგმისა და ორთოფოტოს შესაბამისად.
2. აბრა წარწერით „გერონტი კუხალეიშვილის ქუჩა“ დაიდგას ქუჩის შემოსასვლელში.
3. ეს განკარგულება:
ა)გადაეგზავნოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ბ ) 10 დღის ვადაში:
ბ.ა) გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე .
მუხლი 2🔗
განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.
მუხლი 3🔗
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მუხლი 4🔗
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა