საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს არქივის (განყოფილების) დებულების და პროკურატურის სისტემაში არსებულ დოკუმენტთა ნუსხისა და მათი შენახვის ვადების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.10.2005
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.007.766
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 07/10/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2005 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| დოკუმენტების დასახელება | ნუსხის მუხლი |
| საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები | 1. |
| საქართველოს კანონები, პარლამენტის და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების საკანონმდებლო აქტები | 2. |
| პროკურატურის შესახებ მიმოწერა პრესაში, გამოსვლების ჩანაწერები რადიოში, ტელევიზიაში | 12 |
| საქართველოს ორგანული კანონი “პროკურატურის შესახებ” | 13 |
| სტრუქტურული დანაყოფების დებულებები | 14 |
| მიმოწერა ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის საკითხებზე | 24 |
| მიმოწერა სახელმწიფო საკუთრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე | 26 |
| მიმოწერა მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის საკითხებზე | 28 |
| მიმოწერა მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე | 29 |
| მიმოწერა სამოხელეო დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე | 30 |
| მიმოწერა მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის საკითხებზე | 31 |
| მიმოწერა შს სამინისტროს ორგანოს მუშაკების მიერ ჩადენილ დანაშაულთა საკითხებზე | 33 |
| წარმოებით შეწყვეტილი ს.ს. საქმეები | 35 |
| წარმოებით შეწყვეტილი ს.ს. საქმეები თვითმკვლელობაზე და უბედურ შემთხვევებზე | 36 |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს არქივის (განყოფილების) დებულების და პროკურატურის სისტემაში არსებულ დოკუმენტთა ნუსხისა და მათი შენახვის ვადების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 49.5pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 10.060.000.39.036.007.766
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №18
2005 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს არქივის (განყოფილების) დებულების და პროკურატურის სისტემაში არსებულ დოკუმენტთა ნუსხისა და მათი შენახვის ვადების დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ”, ,,კ” და ,,ო” ქვეპუნქტების, ,,ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და “საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს არქივის (განყოფილების) თანდართული დებულება (დანართი №1).
2. დამტკიცდეს პროკურატურის სისტემაში არსებული დოკუმენტთა ნუსხა და მათი შენახვის ვადები (დანართი №2).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს არქივის (განყოფილების)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი დოკუმენტების დაცვის, აღრიცხვის, აგრეთვე მეცნიერული და პრაქტიკული გამოყენების მიზნით საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის საქმისწარმოების სამმართველოში მოქმედებს არქივი (განყოფილება) (შემდგომში _ არქივი).
2. არქივი არის საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული ქვედანაყოფი განყოფილების სტატუსით, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
3. არქივი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,,საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით.
4. არქივის წარმოებაზე პასუხისმგებელია არქივის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
5. არქივი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის, აპარატის უფროსის და საქართველოს გენერალური პროკურორის წინაშე, რომლებიც წარმართავენ არქივის საქმიანობას და ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
6. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების, დოკუმენტური მასალის საარქივო შენახვისთვის გადასაცემად მომზადების, საარქივო საქმიანობაში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევისა და კოორდინირების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფუნქციონირებს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანო _ მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისია, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.
მუხლი 2🔗. არქივის ფუნქციები
1. არქივი ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) ღებულობს, აღრიცხავს და ინახავს საქმისწარმოებით დამთავრებულ საქმეებს, რომლებიც დამუშავებულია დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) საქმისწარმოების სამმართველოს სხვა განყოფილებებთან ერთად აკონტროლებს გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში საქმისწარმოების და დოკუმენტების დაცვის სისწორეს, მონაწილეობას ღებულობს საქმეთა ნომენკლატურის შედგენაში და ამოწმებს საქმეთა წარმოების სისწორეს დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად;
გ) მონაწილეობას ღებულობს დაქვემდებარებული პროკურატურების არქივების მდგომარეობისა და საქმისწარმოების სისწორის შემოწმებაში;
დ) ქმნის და ავსებს სახელმწიფო არქივისათვის გადასაცემი დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატს (აღწერებს, ისტორიულ ცნობებს, კატალოგებს, მიმოხილვებს და სხვა);
ე) სახელმწიფო არქივს გადასცემს დოკუმენტებს დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) აწარმოებს დაცული დოკუმენტების ასლის და ამონაწერის გაცემას როგორც დაინტერესებულ დაწესებულებებზე, ასევე ცალკეულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. არქივი ატარებს შემდეგ მეთოდურ სამუშაოებს:
ა) შეისწავლის და განაზოგადებს საქართველოს პროკურატურის არქივების მუშაობის გამოცდილებას;
ბ) მონაწილეობს საქმისწარმოებისა და საარქივო მეთოდური ხასიათის ინსტრუქციების დამუშავებაში;
გ) კონსულტაციას უწევს დაქვემდებარებული პროკურატურების მუშაობას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე;
დ) მონაწილეობს პროკურატურების სტრუქტურული დანაყოფების საქმისმწარმოებლების, აგრეთვე არქივების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა გატარებაში;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საქართველოს გენერალური პროკურატურის არქივი სახელმწიფო არქივს ყოველწლიურად უგზავნის არქივის სტატისტიკურ ანგარიშს დადგენილი ფორმის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. არქივის უფლებები
ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად არქივს ენიჭება შემდეგი უფლებები:
ა) მოსთხოვოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს დაიცვან საქმისწარმოების და საუწყებო არქივთან მუშაობის ერთიანი წესები;
ბ) გამოითხოვოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებიდან არქივის მუშაობისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები;
გ) საჭიროების შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოიწვიოს სპეციალისტები ექსპერტებად და კონსულტანტებად.
მუხლი 4🔗. არქივის დოკუმენტების შემადგენლობა
1. არქივის შემადგენლობაში შედის:
ა) საქმისწარმოებით დამთავრებული დოკუმენტები, რომლებიც წარმოიქმნება გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის პროცესში, ან პროკურატურების იმ ორგანოების დოკუმენტები, სადაც არქივების შექმნა პრაქტიკულად მიზანშეუწონელია;
ბ) გენერალური პროკურატურის სისტემაში შემავალი ლიკვიდირებული პროკურატურების დოკუმენტები;
გ) გენერალური პროკურატურის ბეჭდვითი მასალები (საუწყებო გამოცემები), რომლებიც ავსებენ არქივის დოკუმენტურ მასალებს, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია არქივის სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო-საცნობარო და სხვა სახის საქმიანობისათვის;
დ) საინფორმაციო-საცნობარო აპარატი, რომელიც ხსნის არქივის დოკუმენტების შემადგენლობას და შინაარსს (აღწერები, ისტორიული ცნობები, კატალოგები, საძიებლები, მიმოხილვები და სხვა.);
ე) პროკურატურის გამოჩენილ მუშაკთა, მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის იმ მოღვაწეთა საქმიანობის ამსახველი მასალები, რომლებიც მნიშვნელოვანია პროკურატურის ისტორიისთვის.
2. არქივში დაცული დოკუმენტების გასაცნობად გამოთხოვა დასაშვებია საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობის ნებართვით.
მუხლი 5🔗. არქივში დოკუმენტების ჩაბარების და გაფორმების წესი
1. მუდმივად და ხანგრძლივად (10 წლით და მეტი ხნით) შესანახი დასრულებული საქმეები (მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები) სამი წლის განმავლობაში ინახება საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში საცნობარო მუშაობისათვის, ხოლო შემდეგ ბარდება არქივს. დროებით (10 წლის ჩათვლით) შესანახი საქმეები არქივს შეიძლება გადაეცეს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
2. დოკუმენტების მომზადებისა და არქივში გადაცემის წესი განისაზღვრება “საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
3. მეცნიერული, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე მუდმივად შესანახი დოკუმენტები გარკვეული ვადით (10 წლით) ინახება არქივში, ხოლო შემდეგ ექვემდებარება სახელმწიფო არქივში ჩაბარებას და შედის ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენლობაში.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.
დანართი №2
პროკურატურის სისტემაში არსებული დოკუმენტთა ნუსხა და მათი შენახვის ვადები
დოკუმენტების დასახელება
ნუსხის მუხლი
შენახვის
ვადა
შენიშვნა
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები
1.
ს.კ. 1 წ.
საქართველოს კანონები, პარლამენტის და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების საკანონმდებლო აქტები
2.
ს.კ. 1 წ.
საქართველოს სამთავრობო სხდომათა ოქმები, დადგენილებები და განკარგულებები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტები
3.
. ს.კ. 1 წ
საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის სხდომის ოქმები, მათი თანდართული დოკუმენტებით:
ა) ჩატარების ადგილზე;
ბ) გამოგზავნილი სახელმძღვანელოდ ან ცნობისათვის
4.
მუდმივი
ს.კ 3 წ.
საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების, ორგანოების ბრძანებები, მითითებები, ინსტრუქციები
ა) ხელმოწერის ადგილზე
ბ) გაგზავნილი დირექტიული წერილები
მუდმივი
ს.კ. 5 წ.
თათბირის ოქმები, თანდართული მასალები:
ა) პროკურატურის ხელმძღვანელებთან;
ბ) სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელთან.
მუდმივი
3 წ.
უმაღლესი და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში შეტანილი კანონების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები, მათი თანდართული დოკუმენტები და დასკვნები:
ა) შემუშავებული ადგილზე;
ბ) გამოგზავნილი დასკვნისათვის.
მუდმივი
3 წ.
მოხსენებითი ბარათები, ცნობები, ანგარიშები, პროკურატურის მუშაობის შესახებ
ა) შედგენის ადგილზე;
ბ) წარმოდგენილი დაქვემდებარებული ორგანოების მიერ.
მუდმივი
ს.კ. 10 წ.
ცნობები პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის დოკუმენტური შემოწმების შესახებ
მუდმივი
მიმოწერა კანონების დაცვაზე ზედამხედველობის შესახებ:
ა) სახელმწიფო საკუთრების დაცვაზე(რკინიგზის უსაფრთხოება);
ბ) მიწოდების ხელშეკრულების დარღვევაზე;
გ) კომერციული ფირმების, გაერთიანებებისა და კორპორაციების შესახებ;
დ) მოძრავი შემადგენლობის არამწარმოებლურ მოცდენასა და დაზიანებაზე (ზარალი);
ე) დანაშაულზე გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ;
ვ) შრომის, ტექნიკური და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე;
ზ) მოქალაქეთა პოლიტიკური, საბინაო, საპენსიო და სხვა პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვაზე(ბინიდან გამოსახლება);
თ) თბოენერგეტიკული რესურსების წესების დარღვევა;
ი) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
კ) ლოთობაზე, ნარკომანიაზე, ხულიგნობაზე, რეციდიულ დანაშაულებზე და სხვა სამართალდარღვევებზე გაფრთხილების შესახებ;
ლ) მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებების და საჩივრების განხილვის შესახებ.
5 წ.
5 წ.
5 წ.
“
“
“
“
“
“
“
“
ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ
წარდგინებები კანონების დარღვევების, მათი მიზეზების და ხელშემწყობი პირობების აღკვეთის შესახებ, თანდართული დოკუმენტებით:
ა) შედგენის ადგილზე;
ბ) გამოგზავნილი ცნობისათვის
11
მუდმივი
3 წ.
პროკურატურის შესახებ მიმოწერა პრესაში, გამოსვლების ჩანაწერები რადიოში, ტელევიზიაში
12
ს.კ. 5 წ.
საქართველოს ორგანული კანონი “პროკურატურის შესახებ”
13
მუდმივი
სტრუქტურული დანაყოფების დებულებები
14
მუდმივი
მიმოხილვები, საინფორმაციო წერილები, მეთოდური სახელმძღვანელოები, შედგენილი პროკურატურის საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე:
ა) შედგენის ადგილზე;
ბ) გამოგზავნილი სახელმძღვანელოდ;
გ) ცნობისათვის.
15
მუდმივი
“
1 წ.
პროკურატურების სამუშაო გეგმები:
ა) შედგენის ადგილზე;
ბ) გამოგზავნილი სახელმძღვანელოდ;
გ) ცნობისათვის.
16
მუდმივი
“
ს.კ. 5 წ.
ხელმძღვანელობის შეცვლასთან დაკავშირებით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, მათი დანართები:
ა)შედგენის ადგილზე;
ბ) წარმოდგენილი დაქვემდებარებული პროკურატურების მიერ.
17
მუდმივი
3 წ.
მიმოწერა სხვა ქვეყნების პროკურატურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობის და საქმიანი კონტაქტების განვითარების შესახებ
18
მუდმივი
საზედამხედველო წარმოებები:
ა) საჩივრებზე;
ბ) ს.ს. საქმეებზე;
გ) საკონტროლო დავალებებზე;
დ) პატიების მასალებზე;
ე) სპეციალურ მოხსენებებზე;
ვ) არაღძვრა მოკვლეულ მასალებზე(დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ).
19
3 წ.
ბ) სასჯელის მოხდის, დადგენილების გამოტანის სასამართლო აღსრულების, წარმოების დასრულების შემდეგ
შიდა მიმოწერები გენერალური პროკურატურის დეპარტამენტებს
შორის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის მუდმივად შესანახ საქმეთა ნაწილია
20
3 წ.
საჩივრები და მათზე თანმხლები წერილები შესრულებულ საჩივრებზე, რომლებზედაც არ არის გახსნილი საზედამხედველო წარმოებები
21
3 წ.
მიმოწერა მოკვლევისა და მოძიების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის საკითხებზე.
22
ს.კ. 5 წ.
მიმოწერა თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროში სისხლის სამართლებრივი მოკვლევისა და ოპერატიული სამძებრო
საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის საკითხებზე
23
ს.კ. 5 წ.
მიმოწერა ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის საკითხებზე
24
ს.კ. 10 წ.
ცნობები, მიმოხილვები, საინფორმაციო წერილები შს ორგანოებში სისხლის სამართლებრივი დევნის, გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობის, მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის საკითხებზე:
ა) შედგენის ადგილზე;
ბ) გამოგზავნილი ცნობისათვის.
25
მუდმივი
5 წ.
მიმოწერა სახელმწიფო საკუთრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე
26
ს.კ. 10 წ.
მიმოწერა პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების და ღირსების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე
27
ს.კ. 10 წ.
მიმოწერა მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის საკითხებზე
28
5 წ.
მიმოწერა მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე
29
5 წ.
მიმოწერა სამოხელეო დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე
30
5 წ.
მიმოწერა მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის საკითხებზე
31
ს.კ. 5 წ.
მიმოწერა, დადგენილებები, დასკვნები, შუამდგომლობები, კერძო დავალებები, ს.ს. საქმეებზე, მოქალაქეთა დაკავების, დაპატიმრების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, საქმის აღძვრაზე უარის თქმის და საქმის წარმოების შეწყვეტის, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, შეჩერების კანონიერების დაცვის საკითხებზე
32
5 წ.
მიმოწერა შს სამინისტროს ორგანოს მუშაკების მიერ ჩადენილ დანაშაულთა საკითხებზე
33
ს.კ. 10 წ.
დაკავების წინასწარი პატიმრობის და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში არსებული შემოწმების ცნობები, თანდართული დოკუმენტებით:
ა) შედგენის ადგილზე;
ბ) გამოგზავნილი ცნობისათვის.
64
მუდმივი
3 წ.
წარმოებით შეწყვეტილი ს.ს. საქმეები
35
მუდმივი
წარმოებით შეწყვეტილი ს.ს. საქმეები თვითმკვლელობაზე და უბედურ შემთხვევებზე
36
ს.კ. 10 წ.
მიმოწერა ბრალდების საკითხებზე
37
3 წ.
საკასაციო ან სააპელაციო საჩივარები სასამართლო აქტებზე
38
3 წ.
ცნობები, ინფორმაციები I ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შესახებ, განაჩენის ასლები
39
10 წ.
ცნობები, ინფორმაციები სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შესახებ, განაჩენის ასლები
40
10 წ.
ცნობები, ინფორმაციები საკასაციო და სარევიზიო წესით განსახილველ საქმეებზე მონაწილეობისა და ანალიტიკური მუშაობის შესახებ
41
10 წ.
მიმოწერა:
ა)სასჯელაღსრულებისას კანონმდებლობის დაცვის საკითხებზე;
ბ) შეწყალების, ამნისტიის შეფარდების და პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
42
5 წ.
ცნობები არასრულწლოვანთა საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის საკითხებზე, თანდართული დოკუმენტებით
43
5 წ.
მიმოწერა დანაშაულთა აღრიცხვასა და ანგარიშგებაში გამოვლენილ დარღვევებზე
44
ს.კ. 10 წ.
საქართველოს პროკურატურის ორგანოების სტატისტიკური ანგარიშები ფორმების მიხედვით:
“პ” _ საპროკურორო მუშაობა
“ს” _ საგამოძიებო მუშაობა
“დ.შ.” _ დანაშაულზე შეტყობინებები ა) წლიური, ბ) თვიური, ნახევარწლიური.
45
მუდმივი
ს.კ. 2 წ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის და მისი ორგანოების ბრძანებები თანამშრომელთა
ა) მიღება-გათავისუფლებაზე;
ბ) კუთვნილი, სასწავლო შვებულებების მიცემის, მორიგეობის, სასჯელის დადების, მოკლევადიანი შიდა-სახელმწიფოებრივი მივლინებების შესახებ.
46
75 წ.
5 წ.
მიმოწერა საკლასო წოდების მინიჭების შესახებ
47
3 წ.
მიმოწერა წახალისების და დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ
48
3 წ.
მიმოწერა შრომის სტაჟისა და ხელფასების შესახებ
49
3 წ.
მიმოწერა მივლინების საკითხებზე, სემინარებზე მონაწილეობა, ვიზა-ბარათების და პლასტიკური ბარათების გამოყენებაზე
50
3 წ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელების პირადი საქმეები
51
მუდმივი
პროკურორების, გამომძიებლების, მრჩევლების და პროკურატურის სხვა მუშაკების პირადი საქმეები
52
ს.კ. 75 წ.
პირადი საქმეების და ბრძანებების ალფავიტური ჟურნალი
53
75 წ.
შვებულების განაწილების გრაფიკი, განცხადებები, სიები და ცნობები შვებულების გამოყენების შესახებ
54
1 წ.
შრომის წიგნაკების აღრიცხვის ჟურნალი
55
50 წ.
წიგნაკები მოთხოვნამდე
ყველა სახის დაფინანსების გეგმა წლიური ხარჯთა ნუსხები
56
მუდმივი
შრომის წლიური ანგარიშები
57
მუდმივი
მიმოწერა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის საკითხებზე პროკურატურის ორგანოებთან და სხვა ორგანიზაციებთან
58
3 წ.
წლიური საფინანსო გეგმები, საფინანსო ანგარიშები(ბალანსი):
ა) წლიური შედგენის ადგილზე;
ბ) წარმოდგენილი დაქვემდებარებული ორგანოების მიერ;
გ) კვარტალური.
59
მუდმივი
10 წ.
10 წ.
საფინანსო საკითხებზე მითითებები და განმარტებები
60
10 წ.
განცხადებები და მიმოწერა მომარაგების საკითხებზე
61
1 წ.
ბრუნვითი უწყისები
62
10 წ.
ანგარიშები, სალაროს ორდერები, ზედნადებები, საგადასახადოში გადახდის უწყისები, მინდობილობები, დავალებები, მატერიალური ანგარიშების აღრიცხვის ჟურნალები
63
10 წ.
სალაროს დავთრები
64
10 წ.
ანგარიშვალდებულ პირთა შემაერთებელი უწყისები
65
10 წ.
სალაროს მემორიალური ხასიათის საბუღალტრო დოკუმენტები
66
10 წ.
ორდერების, ანგარიშების, ფაქტურების, ზედნადებების, ქვითრების, საჩეკო წიგნაკების, ასიგნების ყუები და ასლები
67
10 წ.
ბანკებიდან შემოწმებული ანგარიშსწორების ამონაწერები, ბანკების შეტყობინებები და გადაგზავნის
მოთხოვნები
68
10 წ.
ხელფასისა და სოცდაზღვევის გაცემის უწყისები
69
10 წ.
ბარათის არარსებობის შემთხვევაში 75 წ.
მუშათა და მოსამსახურეთა პირადი ანგარიშები
70
75 წ.
სასამართლოების გადაწყვეტილებები, სააღსრულებო ფურცლები, უწყისები და მიმოწერა ხელფასიდან სხვადასხვა დაკავებებზე
71
10 წ.
მიმოწერა კრედიტორულ და დებიტორულ დავალებებზე
72
10 წ.
ტაბელები, უწყისები და სხვა დოკუმენტაცია ხელფასების დარიცხვასა და გაცემის შესახებ
73
10 წ.
საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის რევიზიის აქტები, მათზე მიმოწერა
74
10 წ.
სალაროს შემოწმების აქტები
75
10 წ.
ხელშეკრულებები და შეთანხმებები (სამეურნეო, საოპერაციო, შრომითი)
76
10 წ.
ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
საინვენტარიზაციო აღწერები, შედარებითი უწყისები, ქონების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ოქმები
77
10 წ.
მიმოწერა და დოკუმენტები
ა) ავტოტრანსპორტის;
ბ) შენობა-ნაგებობების, საბინაო მშენებლობის
შეძენა-განაწილების საკითხებზე
78
მუდმივი
10 წ.
სახ. არქივს არ ბარდება
კაპიტალური მშენებლობის და ხარჯთა ნუსხის ტექნიკური პროექტები, მასალები და მიმოწერა
79
15 წ.
მატერიალური ფასეულობის მიღება-გადაცემის აქტები
80
10 წ.
წლიური ფონდების და ლიმიტების განაწილების უწყისები
81
10 წ.
პროკურატურების მიერ წარმოდგენილი საფინანსო ანგარიშები
82
მუდმივი
გენერალური პროკურატურის
სტრუქტურული დანაყოფების
საქმეთა ნომენკლატურა
83
მუდმივი
5 წ.
აქტები გასანადგურებლად იმ საბუთების გამოყოფაზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან შენახვას
84
მუდმივი
შემოსული დოკუმენტების,
მასალების,
კორესპოდენციების,
საჩივრების,
კონტროლების,
მოქალაქეთა წერილებზე და განცხადებებზე პასუხების გაგზავნის,
შემოსული დოკუმენტების რეგისტრაციის,
არასამუშაო საათებში გასული დოკუმენტების,
რეგისტრაციის ჟურნალები
85
5 წ.
საალფაბეტო ჟურნალი შემოსულ წერილებზე
86
5 წ.
კორესპოდენციების, ბანდეროლების, ამანათების გაგზავნის რეესტრი
87
3 წ.
შეკვეთილი დოკუმენტების გაგზავნაზე (ანგარიშსწორება, მარკები, კონვერტები)
88
3 წ.
ცხელ ხაზზე, შემოსული განცხადებები, შეტყობინებები დანაშაულის შესახებ სიგნალების აღრიცხვის ჟურნალი
89
5 წ.
შემოსული ს.ს. საქმეების აღრიცხვის ჟურნალი
90
25 წ.
ფასეულობების და ნივთიერი მტკიცებულებების აღრიცხვის ჟურნალი
91
25 წ.
საზედამხედველო წარმოებების აღრიცხვის ჟურნალი
92
10 წ.
გაგზავნილი საბუთების აღრიცხვის ჟურნალი
93
5 წ.
მოქალაქეთა მიღების და საშვების აღრიცხვის ჟურნალი
94
5 წ.
არქივის დებულება
95
მუდმივი
პროკურატურის დოკუმენტების ნუსხა შენახვის ვადების მითითებით
96
მუდმივი
არქივის პასპორტი
97
აქტები, ცნობები პროკურატურების საქმისწარმოების მდგომარეობის შემოწმების შესახებ შედგენის ადგილზე
98
3 წ.
მიმოწერა არქივის მუშაობის საკითხებზე
99
5 წ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საექსპერტო კომისიის დებულება, სხდომათა ოქმები
100
მუდმივი
საქმეთა და საზედამხედველო წარმოებათა აღწერები, განრიგები, ბრძანებები ძირითად საქმიანობაზე:
ა) მუდმივად შესანახი;
ბ) დროებით შესანახი.
101
მუდმივი
20წ.
დოკუმენტების სახელმწიფოებრივი შენახვისათვის გადაცემის აქტები (აღწერები)
102
მუდმივი
არქივიდან დროებით სარგებლობისათვის დოკუმენტების გაცემის და დაბრუნების აღრიცხვის ჟურნალი
103
3 წ.
აქტები საარქივო დიკუმენტების განადგურების შესახებ
104
მუდმივი
არქივიდან საქმეთა გამოთხოვნის შესახებ გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების, სამმართველოების მომართვები;
მოქალაქეთა განცხადებები დადგენილებების, დასკვნების ასლების მიღების შესახებ
105
1 წ.
პროკურატურის მაცნე
106
მუდმივი