„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №159 |
|
2024 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3822-XIIIმს-Xმპ, 30/11/2023) შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/01/2023, 040030000.10.003.023858) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
მუხლი 2
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორის დანიშვნა.“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|