დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თანიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 26.04.2024
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016075
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თანიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ჟინვალში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თანიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №26
2024 წლის 26 აპრილი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თანიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თანიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ით წარმოდგენილი რუკების შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური