დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წითელსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I ჩიხისთვის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 26.04.2024
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ დუშეთში მდებარე ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩასა და მე-10 ქუჩას შორის არსებული მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე 29-ე ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წითელსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I ჩიხისთვის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №25
2024 წლის 26 აპრილი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წითელსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I ჩიხისთვის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. უშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წითელსოფელში მდებარე მე-9 ქუჩას და მე-9 ქუჩის I ჩიხს მიენიჭოს წმინდა იოანე ზედაზნელის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური