დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე 31-ე ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2024
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2024
matsne.gov.ge 172 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე 28-ე ქუჩისთვის ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 26.04.2024 დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 24-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 25.04.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისათვის 22-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 28.03.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 26-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 30.05.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 25-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 30.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე 31-ე ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №24 2024 წლის 26 აპრილი დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის  სოფელ ჩანადირთკარში მდებარე 31-ე ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის  სახელის მინიჭების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გადაწყვიტა: 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე 31-ე ქუჩას მიენიჭოს არჩილ ტატუნაშვილის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17). საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური