“ქ. ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების "ლილე"-ს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 10.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №551
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.780
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 17/10/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2005 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
“ქ. ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების "ლილე"-ს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 49.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.780
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №551
2005 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების ,,ლილეს” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ” 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” მე-5 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ქ. ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება ,,ლილე” დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ქ. ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება ,,ლილეს” თანდართული წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქ. ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების ,,ლილეს” წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ქ. ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება ,,ლილე” სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სააღმზრდელო საქმიანობას.
2. დღის სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ლილე” წარმოადგენს სკოლისგარეშე სააღმზრდელო ტიპის დაწესებულებას, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ძნელადაღსაზრდელ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ მოზარდთა ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და სოციალურ რეაბილიტაციას, საზოგადოებასთან მათ ადაპტაციას.
3. სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება ,,ლილე” თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,ზოგადი განათლების შესახებ”, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ არსებული საერთაშორისო კონვენციებით და დეკლარაციებით.
4. სკოლისგარეშე სააღმზრედო დაწესებულება ,,ლილე” 50 ბავშვზე გათვალისწინებული დაწესებულებაა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, გერბიანი ბეჭედი და კუთხოვანი ტვიფრი (შტამპი) სახელწოდებით, ანგარიში ბანკში.
5. სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
6. წესდებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა, რომლის ფარგლებში უფლებამოსილია დადოს გარიგება და გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
7. სააღმზრდელო დაწესებულება ,,ლილე” უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული საქმიანობა. დაწესებულების მიერ დადებული გარიგებები, რომლებიც ამ წესდებით განსაზღვრულ საქმიანობას არ ეხება, ბათილია.
8. იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.
მუხლი 2🔗. მიზანი, საქმიანობის ორგანიზაცია
1. სააღმზრდელო დაწესებულების მიზანია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პირობების გამო მზრუნველობას მოკლებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ მოზარდებს შეუქმნას ცხოვრების, განათლებისა და განვითარების ნორმალური პირობები და აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება, ურთიერთნდობის საფუძველზე დაყრდნობით, ხელი შეუწყოს მათ სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებასთან ადაპტაციას.
2. სააღმზრდელო დაწესებულება გათვალისწინებულია 6-დან 16 წლამდე არასრულწლოვნებზე, ძნელად აღსაზრდელ, ფსიქოლოგიურად ტრავმირებულ, მშობელთა მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე.
3. სააღმზრედო დაწესებულებაში აღსაზრდელები გადიან სწავლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო ამ დაწესებულებაში კი შრომით სწავ-ლებას, დაოსტატებას. აქვე ხდება მოზარდის ჩამოყალიბება, საზოგადოებასთან ადაპტაცია, ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ინტელექტუალური განვითარება და პროფესიული ორიენტაცია.
4. სწავლა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიხედვით.
5. აღსაზრდელთა სამედიცინო მომსახურებას (საერთო, ფსიქოლოგიურ, ნევროლოგიურ) უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალი, რომელიც დაწესებულების ადმინისტრაციასა და პედკოლექტივთან ერთად პასუხისმგებელია სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, კვების ხარისხის და რეჟიმის დაცვაზე.
6. თითოეულ აღსაზრდელზე დგება პირადი საქმე, სამედიცინო ანკეტა და ფსიქოლოგიური დასკვნა.
7. დაწესებულების აღსაზრდელებთან ორგანიზებულია სისტემატიური სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობა, რაც ხელს უწყობს აღნიშნული კონტინგენტის პიროვნულ ჩამოყალიბებას, განათლებას, გონებრივ, ინტელექტუალურ, ფიზიკურ, ზნეობრივ განვითარებას, პროფესიულ ორიენტაციას, საზოგადოებაში ინტეგრაციას.
8. დაწესებულების ადმინისტრაციის საქმიანობა წარიმართება წლიური და ყოველკვარტალური (მიმდინარე) სამუშაო გეგმების საფუძველზე.
9. ამ წესდების მოთხოვნის შესაბამისად და აღსაზრდელთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის შედეგების გათვალისწინებით, დაწესებულების ადმინისტრაცია შეიმუშავებს ოპტიმალურ დღის რეჟიმს და აღსაზრდელთა უფლება-მოვალეობებს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
10. სასწავლო მეცადინეობები და არდადეგები დაწესებულებაში იწყება და მთავრდება იმ ვადებში, რაც დადგენილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
11. სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელები დაწყებით და საშუალო განათლებას მიიღებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
12. აუცილებლობის შემთხვევაში აღსაზრდელთა გარკვეული ნაწილის სწავლებისას დროებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური მეცადინეობის გრაფიკი, რაც ჩამორჩენილ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს დაეწიონ საერთო მომზადების დონეს.
13. საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაწესებულების აღსაზრდელთათვის ეწყობა გამაჯანსაღებელი ბანაკი სხვადასხვა კურორტებზე (შერჩევით), სპორტული, კულტმასობრივი და გასართობი ღონისძიებები.
14. დაწესებულებაში კონკრეტული ღონისძიებები ხორციელდება აღსაზრდელთა შრომითი აღზრდისა და პროფესიული მომზადებისათვის. მუშაობა ამ მიმართულებით მოიცავს თეორიულ მეცადინეობებს და საწარმოო პრაქტიკას, რისთვისაც გამოიყენება დაწესებულების სახელოსნოები, სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორია. საწარმოო სწავლება და შრომითი პროცესი ყოველდღიურად არ უნდა აღემატებოდეს 2_4 საათს და ტარდებოდეს სასწავლო პროცესისაგან თავისუფალ დროს. აღსაზრდელთა დატვირთვა უნდა შეესაბამებოდეს მათ ასაკსა და ფიზიკურ განვითარებას.
15. სააღმზრდელო დაწესებულებაში სათანადო ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა აღზრდას, თავისუფალი დროის სწორ ორგანიზაციას, რისთვისაც ტარდება აღმზრდელობითი მნიშვნელობის საუბრები და სხვა ღონისძიებები, სოციალურ-ფსიქოლოგიური ხასიათის გამოკითხვები, იქმნება სპორტული სექციები, მხატვრული თვითშემოქმედების და ტექნიკური წრეები, მყარდება კონტაქტები ქალაქის და მიმდებარე რაიონების სხვა დაწესებულებებთან, იმართება კონკურსები, შეხვედრები გამოჩენილ საზოგადოებრივ მოღვაწეებთან.
16. აღსაზრდელთა სამედიცინო მომსახურებისათვის დაწესებულებაში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის დაცვის პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. პუნქტის მუშაობას ხელმძღვანელობს დაწესებულების დირექტორი და აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მისთვის სხვა სამკურნალო დაწესებულებების მხრიდან დახმარებას.
17. აღსაზრდელები უზრუნველყოფილი იქნებიან ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, რბილი და მაგარი ავეჯით, სათამაშოებით, სპორტული და სამეურნეო ინვენტარით, აგრეთვე ოთხჯერადი კვებით, კვების ორგანიზაციისათვის დამტკიცებული ნორმებისა და მეთოდური რეკომენდაციების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. დაწესებულების მართვა
1. დაწესებულების საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულების შრომითი პროცესების ეფექტურ ორგანიზაციაზე, დისციპლინაზე, მუშა-მოსამსახურეების და აღსაზრდელთა უფლებების დაცვაზე, დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობის სრულყოფაზე. დირექტორი ანგარიშვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.
3. დაწესებულებაში მომუშავე პირებსა და მომსახურე პერსონალს ნიშნავს (საკონკურსო წესით) და ათავისუფლებს უშუალოდ დაწესებულების დირექტორი.
4. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მოადგილე. დირექტორს ვადაზე ადრე საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) სამეურვეო საბჭოს წინადადებით;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. დაწესებულების დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში პასუხს აგებს დაწესებულებაში აღმზრდელობითი პროცესის სწორ ორგანიზაციაზე. იგი უშუალოდ უწევს კონტროლს აღმზრდელების და ფსიქოლოგის საქმიანობას.
6. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში პასუხს აგებს დაწესებულებაში სასწავლო და საწარმოო პროცესების სწორ ორგანიზაციაზე. იგი უშუალოდ უწევს კურირებას პედკოლექტივის და შრომითი ინსტრუქტორის, სასწავლო-საწარმოო სახელოსნოს საქმიანობას.
7. დირექტორის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე დირექტორის გადაწყვეტილებით.
8. დირექტორი, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ნიშნავს დირექტორის მოადგილეს.
მუხლი 4🔗. სამეურვეო საბჭო
1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით 3 წლით არჩეული არანაკლებ 7 წევრისაგან.
2. არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და საფეხურების მიხედვით აღსაზრდელთა მშობლების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.
3. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.
4. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. სამეურვეო საბჭო თავისი წევრებისაგან ირჩევს საბჭოს თავჯდომარეს და მის მოადგილეს. თავჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში კი მოადგილე) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას და წარმართავს სხდომებს.
6. სამეურვეო საბჭო:
ა) აკონტროლებს ცენტრის დირექტორის მიერ ფულადი სახსრების ხარჯვის კანონიერებას და მიზანშეწონილობას;
ბ) აკონტროლებს აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობას;
გ) ხელს უწყობს ცენტრს არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვაში;
დ) წარუდგენს დირექტორს აღმზრდელ-პედაგოგების პასუხისმგებლობის ან გათავისუფლების საკითხს;
ე) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯთაღრიცხვას.
7. თავისი ფუნქციების შესასრულებლად სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია დირექტორისაგან მოითხოვოს კონტროლისათვის აუცილებელი ყველა (მათ შორის საბუღალტრო) დოკუმენტაცია.
მუხლი 5🔗. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს არჩევით ორგანოს.
2. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
3. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს.
4. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.
5. პედაგოგიურ საბჭოში ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
6. საბჭოს წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
7. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭო იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
8. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.
მუხლი 6🔗. აღსაზრდელთა მიღებისა და გამოშვების წესები
1. დაწესებულებაში მიიღებიან 6-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები.
2. დაწესებულებაში არასრულწლოვნები მიიღებიან 1-დან 10 წლამდე ვადით. მათი ყოფნა აღნიშნულ დაწესებულებაში დასაშვებია 16 წლის ასაკამდე.
3. დაწესებულებაში მოთავსებული თითოეული აღსაზრდელის შესახებ იქმნება პირადი საქმე და სამედიცინო ანკეტა. აღსაზრდელებზე ხორციელდება მუდმივი დაკვირვება და პერიოდულად ტარდება მათი ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა, რომელთა შედეგები აისახება პირად საქმეში მოთავსებულ სპეციალურ ბარათში.
4. დაწესებულებაში აღსაზრდელთა მოთავსება წარმოებს წლის ნებისმიერ დროს, რაც ხორციელდება:
ა) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით;
ბ) მშობელთა ან მათი კანონიერი წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე.
5. დაწესებულების ადმინისტრაცია აღსაზრდელის სწავლა-აღზრდის დასრულების შემდეგ, მისი საწარმოო შემოსავლებიდან დაგროვილი თანხით ახდენს კომისიურად (სამეურვეო საბჭოსთან ერთად) საცხოვრებელი ბინის შეძენას, დახმარებას დასაქმებაში ან სწავლის გაგრძელებაში მისთვის სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. დაწესებულების საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დაწესებულება ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.
6. დაწესებულება ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მას შესაბამისი ახსნა-განმარტება.
7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დაწესებულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ქონების მიმართ დაწესებულება გადაწყვეტილებებს იღებს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებებითა და შესაბამისი კანონმდებლობის და ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.
მუხლი 8🔗. დაწესებულების ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სკოლისგარეშე დაწესებულებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. დაწესებულება მის მფლობელობაში არსებული ქონების მიმართ ქონებრივ-სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. დაფინანსება
1. დაწესებულების დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) შემოწირულობებით, სხვადასვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;
გ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
დ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. დაწესებულების სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დაწესებულების სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 10🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა
დაწესებულების წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
დაწესებულების, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით.