“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტის და მეტროლოგიის ეროვნული საგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 07.10.2005
ძალის დაკარგვა 28.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1057
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.007.793
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 19/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტის და მეტროლოგიის ეროვნული საგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:Grigolia;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:Grigolia;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.007.793
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1057
2005 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:
1 დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულება.”
2. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე.ა.” ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ,,სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,სტანდარტიზაციის შესახებ”, ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ”, ,,პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილ დაწესებულებას, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
4. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და ბლანკი, ანგარიშები ხაზინაში და ბანკში.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: 0141, საქართველო, თბილისი, ჩარგლის ქ. №67.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
სააგენტოს მიზნები და ფუნქციებია:
ა) მეტროლოგიის სფეროში:
ა.ა) მეტროლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ამ სფეროებში დარგთაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ა.ბ) მეტროლოგიის სისტემების ჩამოყალიბება, მათი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა. პროდუქციის (მომსახურების) კონკურენტუნარიანობის ამაღლების, საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის და ვაჭრობის სფეროში ტექნიკურ დაბრკოლებათა აღმოფხვრის ხელშეწყობა;
ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სფეროების სრულყოფისათვის ნორმატიული ბაზის შემუშავება.
ა.დ) გაზომვის ერთეულის აღწარმოება ეტალონების საშუალებით და ერთეულების გადაცემა სანიმუშო გამზომ საშუალებებზე გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
ა.ე) სამეცნიერო-მეთოდური საფუძვლების შემუშავება გაზომვათა ერთიანობის სახელმწიფო სისტემის განვითარებისათვის;
ა.ვ) დროისა და სიხშირის სამუშაოთა ორგანიზება და წარმართვა;
ა.ზ) გაზომვის ერთეულის ეტალონების, ნივთიერებათა და მასალათა სტანდარტული ნიმუშებისა და სტანდარტული საცნობარო მონაცემების საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა;
ა.თ) არსებული სახელმწიფო ეტალონების, უმაღლესი სიზუსტის დანადგარების, გაზომვათა სანიმუშო საშუალებების ექსპლუატაციის საქმიანობის ორგანიზება, წარმართვა და მათი შენახვა. ეტალონური ბაზის შექმნისა და განვითარების, სანიმუშო გაზომვათა საშუალებების (მათ შორის, იმპორტულის) დამოწმების, დაკალიბრების, გამოცდისა და ტიპის დამტკიცების სამუშაოთა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.ი) დაკანონებული გამზომი საშუალებების ტიპის აღიარების და პირველადი დამოწმების სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ა.კ) სახელმწიფო ეტალონებისა და გაზომვის სანიმუშო საშუალებების შექმნის მიზნით საკვლევი და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების შესრულება. მეტროლოგიური უზრუნველყოფის ერთიანი ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება;
ა.ლ) მეტროლოგიის სფეროში წარმოქმნილი დავების შემთხვევაში საექსპერტო სამუშაოთა შესრულება;
ბ) სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების სფეროში:
ბ.ა) სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრის სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა;
ბ.ბ) სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების, გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება, განახლება და საჯაროობა. საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება საკუთარი ბეჭდვითი ორგანოს საშუალებით (გაზეთი, ჟურნალი და სხვა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.გ) მეტროლოგიის სფეროში სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება;
ბ.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და მათში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ბ.ე) საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების ანალიზის საფუძველზე პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების მოთხოვნებზე ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის სამუშაოების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლებები და მოვალეობები
1. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინოს საქართველოს ინტერესები როგორც ეროვნულმა ორგანომ, სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის, საერთაშორისო (რეგიონალურ) ორგანიზაციებში;
ბ) დადგენილი წესით დაარეგისტრიროს სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები და დაამტკიცოს მეტროლოგიის სფეროში ნორმატიული დოკუმენტები, და აწარმოოს დაკანონებული გამზომი საშუალებების რეესტრი.
გ) დადგენილი წესით შეასრულოს მეტროლოგიური საშუალებების, ნაკეთობების, მასალების და ნივთიერებების ლაბორატორიეული კვლევა და კომპლექსური გამოცდები. აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად ჩაატაროს პროდუქციის ლაბორატორიული გამოცდები;
დ) ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმოს საქმიანობა მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და ტექნიკური რეგლამენტების სფეროში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფორმოს ხელშეკრულებები სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ცალკეულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მეტროლოგიური მომსახურების და გაზომვის საშუალებების რემონტის შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიოს კონსულტაციები და საინფორმაციო მომსახურება დაინტერესებულ პირებს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამკვეთებისაგან და საერთაშორისო საქმიანობიდან შემოსული თანხები გამოიყენოს ამ დებულებით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად;
ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეადგინოს საშტატო ნუსხა და განსაზღვროს მოსამსახურეთა რიცხვი, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები მუდმივ ან დროებით სამუშაოზე, შეუკვეთოს სამუშაოების გარკვეული ნაწილი სხვა ორგანიზაციებს;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს შრომის ანაზღაურების ერთიანი ფონდის განაწილება სააგენტოს თანამშრომელთა შორის.
2. სააგენტო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება;
ბ) პასუხი აგოს მიღებული გადაწყვეტილებებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა და სტრუქტურა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
2. გენერალური დირექტორი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე, ფულადი სახსრების მოზნობრივ ხარჯვაზე.
3. გენერალური დირექტორი:
ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას და აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს;
დ) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით:
განსაზღვრავს სააგენტოს შიდა სტრუქტურას, ამტკიცებს საშტატო ნუსხას, შრომის ანაზღაურების ფონდს და სააგენტოს შინაგანაწესს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს:
ე.ა) ნორმატიულ აქტს – ბრძანებას;
ე.ბ) ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს- განკარგულებას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორის მოადგილეს – მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ი) ქმნის სააგენტოს ფილიალებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფილიალების ხელმძღვანელებს – მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს სააგენტოს ქონებით, დებს ხელშეკრულებებს, ხსნის ანგარიშებს;
ლ) თავისი არყოფნის შემთხვევაში ნიშნავს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ პირს – განკარგულების საფუძველზე.
4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მეტროლოგიის ინსტიტუტი;
ბ) სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების დეპარტამენტი;
გ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) პერსონალის მართვის სამსახური;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.
5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, გარდა მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
6. მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორს სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
7. სააგენტოს ჰყავს გენერალური დირექტორის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი, მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებით და რომელიც ასრულებს გენერალური დირექტორის მოავალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
2. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობას საჭიროებს სააგენტოს მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 6🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. სააგენტო მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროა:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
4. სააგენტოს მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და შეადგინოს ბალანსი.
2. სააგენტოს პირველი საფინანსო წელი იწყება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი უფლებაუნარიანობის წარმოშობის მომენტიდან და მთავრდება იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბერს. შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა.
3. ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნისთანავე სააგენტო მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.
4. სააგენტოს წლიურ ანგარიშს ამოწმებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.
მუხლი 8🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.