“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანებაში ცვლ;ილებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1893
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.007.795
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 19/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.795

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1893

2005 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების:

ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. კომისიის სხდომის დღის წესრიგს კომისიის წევრთა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების წინადადებების საფუძველზე განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსახილველად წარმოდგენილი საკითხები სავალდებულო წესით შეიტანება კომისიის სხდომის დღის წესრიგში.”.

ბ) 21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დასკვნა, კომისიის სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება წარედგინება საქართველოს იუსტიციის მინისტრს.

22. საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის მართლზომიერების ან დასკვნის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

23. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების დამოწმებული პირი, კომისიის დადგენილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის ერთი ეგზემპლარი, დადასტურებული სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.”.

მუხლი 2. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

„დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო

აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდეს —————————————————————————————————————————————————————————————————————————————————— დასკვნა

მოქალაქე ———————————— გვარის შესწორების შესახებ.

შესწორდეს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში:

1) დაბადების აქტის ჩანაწერში გვარი —————————

2) მამობის დადგენის აქტის ჩანაწერში გვარი ——————————————————————

3) მამის / დედის გრაფაში გვარი ——————————

4) ქორწინების აქტის ჩანაწერში გვარი ————————

5) განქორწინების აქტის ჩანაწერში გვარი ———————

6) არასრულწლოვანი შვილის (შვილების) დაბადების აქტის ჩანაწერში:

 

გვარი ————————————————————

მამის გრაფაში გვარი —————————————-

დედის გრაფაში გვარი —————————————

 

დადგენილება გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.“.

 

კომისიის თავმჯდომარე:

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

კომისიის წევრები:

 

1.

2.

3.

4.

5.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია