აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.05.2024
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016496
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/05/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ტუია ნანა-ოქროსფერი |
| 2 | ტუია სმარაგდი |
| 3 | ტუია ბრაბანტის |
| 4 | ტუია ოქროსფერი |
| 5 | ბიოტა (ტუია) საბორდიურე |
| 6 | ღვია „ოქროსფერი“ |
| 7 | ღვია „ვერცხლისფერი“ |
| 8 | ღვია გართხმული |
| 9 | ჯუჯა ფიჭვი |
| 10 | ჯუჯა ნაძვი |
| 11 | უთხოვარი ბუჩქი |
| 12 | ცხრატყავა ქართული |
| 13 | ცხრატყავა კავკასიური (წერწა) |
| 14 | ჩიტავაშლა |
| 15 | ჭყორი კოლხური |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2024 წლის 22 მაისი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ , „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 4 აპრილის №2738-XIმს-Xმპ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის სკრებულოს თავმჯდომარეგელა ხოშტარია
დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია
№
სახელწოდება ქართულად
სახელწოდება ლათინურად
ზომა/სმ
გარშემოწერილობა
1
ირმის რქა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული
Lagerstroemia indica
სიმაღლე არანაკლებ 250 სმ
2
იფანი ჩვეულებრივი
Fraxinus excelsior
3
იფანი გრძელფოთოლა
Fraxinus coriariaefolia
4
ცაცხვი კავკასიური
Tilia caucasica
5
ცაცხვი წვრილფოთოლა (გულფოთოლა)
Tilia cordata
6
ცაცხვი უნგრული
Tilia tomentosa
7
ნეკერჩხალი მინდვრის
Acer campestre
8
ნეკერჩხალი „დიადი ბოყვი“
Acer velitinum
9
ნეკერჩხალი - ქორაფი
Acer cappadocicum
10
ნეკერჩხალი - ლეკა
Acer platanoides
11
შაქრის ნეკერჩხალი
Acer saccharum
12
ვერცხლისფერი (ჭაობის) ნეკერჩხალი
Acer saccharinum
13
ნეკერჩხალი მარაოსებური(პალმატუმი)
Acer palmatum
14
კვიდო ხედ ფორმირებული შტამზე
Ligustrum japonicum
15
სოფორა იაპონური „მტირალა“
Sophora japonica
16-18 სმ
16
სოფორა იაპონური სწორ შტამზე
Sophorajaponica
17
მალუსი ( დეკორატიული ვაშლი) სხვადასხვა ფორმა
Malus floribunda/malus cocinela
18
წითელი ტყემალი
Prunus cerasifera Pisardii
19
პანტა დეკორატიული (შანტაკლერი)
Pyrus calleryana “Chanticleer”
20
ამბრის ხე
Liquidambar styraciflua
21
გინკო ბილობა
Glinko biloba
22
მელია აზედარახის
Melia azedarach
23
ფშატი ფორმირებული შტამზე
Elaeagnus sp.
24
კოლხური მუხა
Quercus hartwizziana
სიმაღლე არანაკლებ 250სმ
25
მარადმწვანე მუხა
Quercus ilex
26
კორპის მუხა
Quercus suber
27
პონტოს მუხა
Quercus Pontica
28
ზეთისხილის ხე
Olea Europaea
29
საკურა (სხვადასხვა ფორმის)
Prunus serrulata
30
ალბიცია (ლენქორანული „აკაცია“)
Albizzia julibrissin
31
ძელქვა
Zelqova
32
მაგნოლია
Magnoliasp./gradiflora/tulipifera/
33
ხეტიტა
Liriodendron tulipifera
18-20 სმ
34
ცხენისწაბლი
Aesculus SP./ Aesculus hippocastanum
35
თუთა უნაყოფო/მტირალა ფორმა
Morus alba “Pendula”/Morus alba “platanifolia”
36
მტირალა ტირიფი
Salix babylonica
37
პალმა ფინიკის
Phoenix dactylifera
წიწვოვანი ხეები
1
არიზონული კვიპაროსი
Cupressus arizonica
2
ლეილანდიის კვიპაროსი
Cupressus leyland
3
ჰიმალაის კედარი
Cedrus deodara
4
ზღვისპირა ფიჭვი
Pinus pinaster
არანაკლებ 200-300 სმ
14-18 სმ
5
იტალიური ფიჭვი
Pinus pinea
6
ბიჭვინთის ფიჭვი
Pinus brutia var.pityusa
7
უთხოვარი
Taxus baccata
8
კრიპტომერია
Cryptomeria japonica
9
ვერცხლისფერი ნაძვი
Picea pungens Glauca /Hoopsi
10
ჭაობის კვიპაროზი
Taxodium distichum
ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები
1
ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული
Lagerstroemia indica
არანაკლებ 30 სმ
30 სმ
2
აბელია დიდფოთოლა
Abelia grandiflora
3
კოლხური ბზა
Buxus sempervirens
4
წვრილფოთოლა ბზა
Buxus microphylla
5
იაპონური ფშატი
Elaeagnus x ebbingei Limelight
6
ფოტინია წითელი
Photinia x fraseri Red Robin
7
ფოტინია მწვანე დიდი, ღობის
Photinia serrulata
8
მარადმწვანე ძახველი პირამიდული მაღალი
Vibrunum licidium
9
სურნელოვანი ძახველი
Vibrunum tinus
10
მარადმწვანე, პრიალა ფოთოლა ძახველი
Vibrunum lucidium
11
ცხრატყავა
Lonicera sp.
12
ცხრატყავა ქართული
Lonicera iberica
13
ცხრატყავა კავკასიური (წერწა)
Lonicera caucasica
14
ჩიტავაშლა
Cotoneaster melanocapra
15
ჭყორი კოლხური
Ilex colchica
16
ჭყორი მწვანე
Ilex aquifolium
17
ჭყორი ჭრელფოთოლა
Ilex aquifolium Argentea Marginata
18
ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა
Pittosporum tobira “Nana”
19
ფიტოსპორუმი საბორდიურე
Pittosporum tobira
20
კვიდო ლუგუსტრუმი მარადმწვანე
Ligustrum lucidium variegata
21
კვიდო ჭრელფოთოლა
Ligustrum lucidium
22
ჰიბისკუსი (სირიული ვარდი) ბუჩქი
Hibiscus syriacus
23
ოლეანდრა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული
Nerium oleander
24
წყავი ფორმირებული სფეროსებურად
Prunus laurocerasus baii-shaped
25
წყავი საბორდიურე
Prunus laurocerasus
26
ქონდარა პალმა
Chamaerops humilis
27
ვარდი - ჯუჯა (ფერების ვარიაციით)
Rosa Dwarf Fiary (Korzweenu)
28
ვარდი ხვიარა (ფერების ვარიაციით)
Rosa Banksiae
29
ვარდი-ბუჩქი (ფერების ვარიაციით)
Rosa Daftvolk
30
ნანდინა
Nandina domestica/Nandina domestica Firepower
31
ჭანჭყატი მწვანე
Euonymus Green
32
ჭანჭყატი ოქროსფერი
Euonymus Gold
33
ჭანჭყატი ვერცხლისფერი
Euonymus Silver
34
გრაკლა (სხვადასხვა ფორმა)
Spiraea japonica/thunbergii
35
კამელია
Camellia
ხვიარა ბუჩქები და მრავალწლინი ბალახები (მხვიარები)
1
გლიცინია
Wisteria
15-20 სმ
20-25 სმ
2
ტეკომა
tecoma
3
უსურვაზი
Parthenocissus tricuspidata
4
ცხრატყავა
Lonicera
5
მარადმწვანე ჟასმინი,მხვიარა
Jasminum grandiflorum
6
კოლხური სურო
Hedera colchica
7
წვრილფოთოლა სურო
Hedera
8
კატაბარდა
Clematissp/armandii/clematis paniculata
9
ლავანდა
Lavandula angustrifolia
10
როზმარინი
Rosmarunus
11
წივანა
Festuca sp.
წიწვოვანი ბუჩქები
1
ტუია ნანა-ოქროსფერი
Thuja orientalis Aurea Nana
არანაკლებ 30 სმ
30 სმ
2
ტუია სმარაგდი
Thuja occidentalis Smaragd
3
ტუია ბრაბანტის
Thuja occidentalis Brabant
4
ტუია ოქროსფერი
Thuja occidentalis Gold
5
ბიოტა (ტუია) საბორდიურე
Thuja occidentalis Gold
6
ღვია „ოქროსფერი“
Juniperus x pfitzeriana Mordigan Gold
7
ღვია „ვერცხლისფერი“
Juniperus viginiana Silver Spreader/Globosa
8
ღვია გართხმული
Juniperus horizontalis
9
ჯუჯა ფიჭვი
Pinus mugo pumilio/ Pinus mugo mugus
10
ჯუჯა ნაძვი
Picea glaucca conica/globosa
11
უთხოვარი ბუჩქი
Taxus baccat
დანართი №2
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗.
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.
2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები:
ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;
ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები;
გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე;
დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე;
ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს;
ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.
მუხლი 3🔗.
განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;
ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი;
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;
ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;
ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხემცენარეების სიიდან.
4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;
ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;
6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;
ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;
გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;
დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;
ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტომასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;
ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხემცენარე გამოჯანსაღებას;
ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;
თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში – მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;
ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.
მუხლი 4🔗.
მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;
ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;
გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;
ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;
გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;
ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;
ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.
მუხლი 5🔗.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.
2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;
ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;
გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.