ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე

მიღების თარიღი 13.05.2024
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.107.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/05/2024
matsne.gov.ge 246 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის N19 განკარგულებაში დამატების შეტანის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 24.11.2023 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N1 ქუჩისთვის მერაბ კოსტავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 17.04.2024 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში უსახელო ქუჩის მონაკვეთის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 16.01.2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე ჩოგბურთის კორტის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 25.12.2023 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის მე-3 ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 23.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №12 2024 წლის 13 მაისი ქ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხისა და ლეწურწუმის მაჟორიტარი დეპუტატის, შოთა წურწუმიას 2024 წლის 25 იანვრის №111-111240251 ინიციატივის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1.  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩას და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭოს „გენრიდ წახნაკიას“ სახელი (ორთოფოტო თან ერთვის). 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). 3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).  საკრებულოს თავმჯდომარე  შოთა წურწუმია