„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №168 |
|
2024 წლის 24 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
საქონლის გაგზავნაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები
სახელი ------------------------------ გვარი ------------------------------ პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი ------- ხელმოწერა ------------------------------- |
|
საქონლის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები
სახელი ---------------- გვარი ---------------- პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი ---- ხელმოწერა --------------------- |
კონტროლიდან მოხსნის თარიღი
შენიშვნა: --------------------------------------------------------------------------------------------------“.
2. „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5):
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ა.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საქონლის საბაჟო საწყობში განთავსებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა.“;
ა.გ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის შემთხვევაში – შესაბამისი საბაჟო საწყობის მფლობელი.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება შესაბამისი საბაჟო საწყობის მფლობელის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე სსიპ – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან საბაჟო ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებით.“.
3. „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6):
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საჰაერო ტრანსპორტით გასატანი, ამავე საწყობში განთავსებული საქონლის შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოს წარუდგინოს ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-2 მუხლის 21 პუნქტითა და მე-3 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით.“;
ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის დროებით შენახვისას დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს დროებით შენახვის დეკლარაცია №6–01 დანართის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ.ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა წარედგინოს საზღვაო გზით შემოტანილი, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში – საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვიდან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის შემთხვევაში – ზოგადი დეკლარირებიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“;
ბ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საჰაერო ტრანსპორტით გასატანი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციით ან საქონლის ელექტრონული აღრიცხვის ფორმით, რომელიც ივსება საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობებს შორის იმავე აეროპორტის ტერიტორიის გავლით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას.“;
გ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის:
გ.ა) „ა.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.თ“ ქვეპუნქტი:
„ა.თ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას (მათ შორის, აეროპორტის მომიჯნავე ერთი საბაჟო საწყობიდან ამავე აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში გადატანილი საქონლის დროებით შენახვისას) – ზოგადი დეკლარირების თარიღიდან;“;
გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან (მათ შორის, ტრანზიტის პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებულ) საქონელზე – დროებით შენახვის დეკლარაციის ან „eCustoms“ პროგრამაში აღრიცხვის მოწმობის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების, ან საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების დამოწმების, ან ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის წარდგენის, ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების/სარკინიგზო ზედნადების დამოწმების, ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების თარიღიდან, ხოლო საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან;“.
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
|