„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4210-XIVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
010100000.05.001.102265
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

Law of Georgia (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020936) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთაგან ღია კონკურსის წესით ან უკონკურსოდ შერჩეული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ან/და მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 14 კვირისა და არაუგვიანეს 12 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებები და დაწესებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობას. ყველა აღნიშნული უწყებისა და დაწესებულების მიერ საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ცნობების შემდეგ ან საკონკურსო კომისიის წევრთა წარდგენის ვადის გასვლიდან 7 დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს საკონკურსო კომისიის პირველ სხდომას. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის ვადაში ამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე მისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი. აღნიშნული დებულება საჯაროდ ქვეყნდება.

4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. შერჩეული კანდიდატურების რაოდენობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სხვადასხვა სქესის კანდიდატების წარდგენა.“.

2. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2024 წ.

N4210-XIVმს-Xმპ