პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.05.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №012
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.05.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბიტაშვილი | საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №012
2024 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის
საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლისა და 671 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესი განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის, დაქვემდებარებისა და უფლებამოსილების საკითხებს.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, თავისი საქმიანობისას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა/განსაზღვრა
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ნიშნავს/განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი).
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად შეიძლება დაინიშნოს/განისაზღვროს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი, ან ნებისმიერი სხვა პირი.
მუხლი 3🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ანგარიშვალდებულება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.
მუხლი 4🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის უფლებამოსილებები
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უზრუნველყოფს:
ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას;
ბ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას, აგრეთვე პროკურატურის მიერ კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს;
გ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;
დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, პროკურატურის წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ვ) პროკურატურაში მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვლისწინებული უფლებამოსილებათა შესრულების მიზნით ოფიცერი უფლებამოსილია:
ა) პროკურატურის თანამშრომლის თანდასწრებით დაათვალიეროს მისი სამუშაო ოთახი, სამსახურებრივი კომპიუტერი და სხვა ინვენტარი;
ბ) პროკურატურის თანამშრომლისაგან გამოითხოვოს ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილად შესწავლას;
გ) გენერალურ პროკურორს წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისა და მათზე რეაგირების თაობაზე;
დ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პროკურატურის თანამშრომელს მიმართოს სათანადო რეკომენდაციით.
მუხლი 5🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფი
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფი.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფის წევრებს ნიშნავს/განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გაბიტაშვილი