პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №012 |
|
2024 წლის 28 მაისი ქ. თბილისი |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესი
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესი განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის, დაქვემდებარებისა და უფლებამოსილების საკითხებს.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, თავისი საქმიანობისას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ნიშნავს/განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი).
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად შეიძლება დაინიშნოს/განისაზღვროს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი, ან ნებისმიერი სხვა პირი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.
მუხლი 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის უფლებამოსილებები
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უზრუნველყოფს:
ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას;
ბ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას, აგრეთვე პროკურატურის მიერ კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს;
გ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;
დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, პროკურატურის წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ვ) პროკურატურაში მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვლისწინებული უფლებამოსილებათა შესრულების მიზნით ოფიცერი უფლებამოსილია:
ა) პროკურატურის თანამშრომლის თანდასწრებით დაათვალიეროს მისი სამუშაო ოთახი, სამსახურებრივი კომპიუტერი და სხვა ინვენტარი;
ბ) პროკურატურის თანამშრომლისაგან გამოითხოვოს ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილად შესწავლას;
გ) გენერალურ პროკურორს წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისა და მათზე რეაგირების თაობაზე;
დ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პროკურატურის თანამშრომელს მიმართოს სათანადო რეკომენდაციით.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფი.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფის წევრებს ნიშნავს/განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
|