ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შეღავათების დადგენის, მარშრუტის და ტარიფის დამტკიცებისა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2024
ძალის დაკარგვა 27.08.2024
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016539
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 776 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2024 მიღება
27.08.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მარშუტის № მოძრაობის მარშუტი
მარშუტი № 1 ქ. ახალციხე თამარაშვილის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა (№125)
მარშუტი № 2 ქ. ახალციხე საბარგო სადგური -  ზარზმელის ქუჩა
მარშუტი № 3 ქ. ახალციხე ყაზბეგის ქუჩა – საავადმყოფო  (რუსთაველის ქუჩა №105ა)
მარშუტი № 4 სოფ. მინაძე –  ვალე II შახტა
მარშუტი № 5 ქ. ახალციხე – ქ. ვალე
მარშუტი № 6 ქ. ახალციხე – სოფ. აწყური
მარშუტი № 7 ქ. ახალციხე – სოფ. თისელი
მარშუტი № 8 ქ. ახალციხე – სოფ. გურკელი
მარშუტი № 9 ქ. ახალციხე – სოფ. კლდე
მარშუტი № 10 ქ. ახალციხე – სოფ. წყალთბილა
მარშუტი № 11 ქ. ახალციხე – სოფ. დიდი პამაჯი
მარშუტი № 12 ქ. ახალციხე – სოფ. წირა
მარშუტი № 13 ქ. ახალციხე – სოფ. ანი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შეღავათების დადგენის, მარშრუტის და ტარიფის დამტკიცებისა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2024 წლის 30 მაისი ქ. ახალციხე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შეღავათების დადგენის, მარშრუტის და ტარიფის დამტკიცებისა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტი და ტარიფი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასოდ მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანებს; დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირებს; ე) ა(ა)იპ  – „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს; ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს. 2. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი ტარიფით – 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებს. მუხლი 3🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი“. მუხლი 4🔗 1. წინამდებარე დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით არანაკლებ 3 თვეში ერთხელ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტისათვის“ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს: ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს“; ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს; გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს; დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ „სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“. მუხლი 5🔗 1. მგზავრი ვალდებულია რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებით. 2. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განრიგს განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი“. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი   ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტი  და ტარიფი მარშუტის № მოძრაობის მარშუტი უკუსვლა სტანდარტული ტარიფი მარშუტზე მარშუტი № 1 ქ. ახალციხე თამარაშვილის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა (№125) ქ. ახალციხე რუსთაველის ქუჩა (№125) – თამარაშვილის ქუჩა 0.50 ლ მარშუტი № 2 ქ. ახალციხე საბარგო სადგური -  ზარზმელის ქუჩა ქ. ახალციხე ზარზმელის ქუჩა – საბარგო სადგური 0.50 ლ მარშუტი № 3 ქ. ახალციხე ყაზბეგის ქუჩა – საავადმყოფო  (რუსთაველის ქუჩა №105ა) ქ. ახალციხე საავადმყოფო (რუსთაველის ქუჩა №105ა) - ყაზბეგის ქუჩა 0.50 ლ მარშუტი № 4 სოფ. მინაძე –  ვალე II შახტა ვალე, II შახტა – სოფ. მინაძე 0.50 ლ მარშუტი № 5 ქ. ახალციხე – ქ. ვალე ქ. ვალე – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 6 ქ. ახალციხე – სოფ. აწყური სოფ. აწყური – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 7 ქ. ახალციხე – სოფ. თისელი სოფ. თისელი – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 8 ქ. ახალციხე – სოფ. გურკელი სოფ. გურკელი – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 9 ქ. ახალციხე – სოფ. კლდე სოფ. კლდე – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 10 ქ. ახალციხე – სოფ. წყალთბილა სოფ. წყალთბილა – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 11 ქ. ახალციხე – სოფ. დიდი პამაჯი სოფ. დიდი პამაჯი – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 12 ქ. ახალციხე – სოფ. წირა სოფ. წირა – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 13 ქ. ახალციხე – სოფ. ანი სოფ. ანი – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 14 ქ. ახალციხე – სოფ. ჭვინთა სოფ. ჭვინთა – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 15 ქ. ახალციხე – სოფ. ბოგა სოფ. ბოგა – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 16 ქ. ახალციხე – სოფ. ურაველი სოფ, ურაველი – ქ. ახალციხე 1.00 ლ მარშუტი № 17 ქ. ახალციხე – სოფ. მუსხი სოფ. მუსხი – ქ. ახალციხე 1.00 ლ