“საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 21.10.2005
ძალის დაკარგვა 28.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №576
სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.022.007.808
გამოქვეყნების წყარო სსმ, 122, 24/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| 1 | საშუალო განათლება |
| 2 | სპეციალური საშუალო განათლება |
| 3 | ბაკალავრიატი |
| 4 | მაგისტრატურა |
| 5 | კანდიდატი/დოქტორი |
| 6 | < 5 წელი |
| 9 | 5 > < 10 წელი |
| 11 | 10 > წელი |
| განათლება, კვალიფიკაცია & სამუშაო გამოცდილება | კოეფიციენტები |
| <15 | 15><25 |
| კლასკომპლექტით სწავლება | მასწავლებლები არაქართულ სკოლებში (ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და საქართველოს გეოგრაფია) |
| 0.1 | 0.1 |
| 11.50 | 11.50 |
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal;}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
span.FooterChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.022.007.808
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №576
2005 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საჯარო სკოლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ოდენობის და პირობების დადგენის, აგრეთვე ხელფასზე დანამატის გაანგარიშების კრიტერიუმების შექმნისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულების მიზნით, 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ჭ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.
2. ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის პირველი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
3. დამტკიცდეს დანართები №1, №2, №3 და №4.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
ა. ლომაია
ინსტრუქცია
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ
სქემის დახასიათება
საჯარო სკოლის პედაგოგთა შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლების ხელფასების და ხელფასებზე დანამატების გაანგარიშების (მინიმალური ზღვარი) პრინციპებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია;
2. საჯარო სკოლაში პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სამუშაო სტაჟი);
3. სამუშაოს სპეციფიკა:
ა) სამუშაო დატვირთვა მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით;
ბ) კლასკომპლექტი (ორ ან ორზე მეტ გაერთიანებულ კლასთან ერთი მასწავლებლის მუშაობა);
გ) არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;
დ) კლასის დამრიგებლობა;
ე) სამუშაო დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით.
პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია
შრომის ანაზღაურების სქემის მიხედვით განსაზღვრულია პედაგოგთა განათლების და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური:
1. საშუალო განათლება.
2. პროფესიული განათლება.
3. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
4. მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 5-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი, 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება და 5-წლიანი დაუსწრებელი პე-დაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამის შედეგად გაცემული დიპლომი;
5. დოქტორის აკადემიური ხარისხი (მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან).
თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს კოეფიციენტი, რომელიც საბაზო ხელფასზე1
გადამრავლებით განსაზღვრავს პედაგოგის ხელფასს ქვემოთ მოყვანილი ფორმულის2
მიხედვით.
სამუშაო სტაჟი
პედაგოგთა სამუშაო სტაჟი ითვალისწინებს პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებას: 5 წლამდე, 5-დან 10 წლამდე, და 10 წლის ზემოთ. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოეფიციენტი, რომელიც პედაგოგთა განათლებისა და სამუშო დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს ხელფასის განაკვეთს.[1]
5 წლამდე მუშაობის გამოცდილების მქონე პედაგოგთა ხელფასები განსაზღვრულია წინამდებარე ინსტრუქციის 1-ელ დანართში, 5-დან 10 წლამდე _ მე-2 დანართში, ხოლო 10 წლის ზევით - მე-3 დანართში.
სამუშაოს სპეციფიკა
პედაგოგთა ხელფასზე დანამატი მოსწავლეების რაოდენობრივი დატვირთვის მიხედვით განისაზღვრება შესაბამისი კოეფიციენტებით და ინტეგრირებული არის 1-ელ, მე-2 და მე-3 დანართებში მოყვანილ ცხრილებში.
დანამატები, რომლებიც განსაზღვრულია კლასკომპლექტით სწავლებისათვის, არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისათვის და კლასის დამრიგებლობისათვის ასევე განისაზღვრება კოეფიციენტებით. დანამატი კლასის დამრიგებლობისათვის განსხვავდება მოსწავლეთა რაოდე-ნობრივი დატვირთვით, კერძოდ: 15 მოსწავლემდე, 15-დან 25 მოსწავლემდე და 25 მოსწავლის ზემოთ.
კლასკომპლექტით, არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.
ხელფასის გამოთვლა სამუშაო დატვირთვის მიხედვით
მასწავლებლის ხელფასი გამოითვლება მისი დატვირთვის საფუძველზე. არსებობს 3 ტიპის დატვირთვა: ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი.
1-ელ, მე-2 და მე-3 დანართებში მოცემულია სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლის ხელფასი. სრული დატვირთვა ნიშნავს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-19-20 საგაკვეთილო საათი კვირაში.
ნაწილობრივი დატვირთვის მქონე მასწავლებელი კვირაში მუშაობს 36-ზე ნაკლებ სამუშაო საათს, რომელთა შორის საგაკვეთილო საათები 18-ზე ნაკლებია. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება ხელფასი, დანამატები, გარდა სადამრიგებლო დანამატისა (მე-4 დანართის მიხედვით) და საერთო სამუშაო საათების ოდენობა. მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი ხელფასი=სრული დატვირთვის ხელფასი (დანამატების ჩათვლით), შეფარდებული18*10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა), ხოლო მისი სამუშაო საათების საერთო რაოდენობა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე.
სრულზე მეტი დატვირთვა აქვს მასწავლებელს, რომელიც სკოლაში მუშაობს 40 სამუშაო საათს და მათ შორის ატარებს კვირაში 21 ან მეტ საგაკვეთილო საათს. 20-ზე მეტი ნებისმიერი საგაკვეთილო საათის ჩატარებისას (21,22,23 ...) მასწავლებელს ეძლევა სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი 20 ლარის ოდენობით.
მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი მასწავლებელს ეძლევა არა მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებისთვის (სრული დატვირთვის მასწავლებელს 36- საათიანი სამუშაო კვირისთვის), ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი სამუშაო საათებში (საგაკვეთილო საათების გარდა) აუცილებლად იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს საერთო სამუშაო (პედაგოგის განათლების დონის ამაღლება, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა, სასწავლო მასალის მომზადება და სხვა) შეასრულოს სახლში. თუ სკოლის ადმინისტრაცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, დირექცია უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს არასაგაკვეთილო საათების პერიოდში სკოლაში მუშაობა სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.
პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების მაგალითი
გამოვითვალოთ სრული დატვირთვის მქონე პედაგოგის ხელფასი, რომელსაც გააჩნია:
1) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება,
2) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;
3) საშუალოდ 25-მოსწავლიანი სამუშაო დატვირთვა (პედაგოგი ასწავლის 4 კლასს 100 მოსწავ-ლის საერთო რაოდენობით).
ამავდროულად იგი ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულ სკოლაში და დამრიგებლობს 35 მოსწავლეს.
მითითებული პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების უმარტივესი გზაა:
1) განვიხილოთ დანართი 2, სადაც მოცემულია 5 - დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგების ხელფასები (ჩვენს შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი შეადგენს 146,63 ლარს);
2) განვიხილოთ დანართი 4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 11,50+13,80=25,30 ლარს);
3) შევკრიბოთ 1-ელ და მე-2 პუნქტებში მიღებული თანხები (146,63+25,30=171,93 ლარი), ანუ პედაგოგის ერთი თვის ხელფასი შეადგენს 171,93 ლარს.
აღნიშნული პედაგოგის ხელფასის გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში უნდა დავეყრდნოთ შესაბამის დანართებში მოცემულ კოეფიციენტებს და შევასრულოთ მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ ჩვენს შემთხვევაში:
1) 115*1,1+115*1,1*0,125+115*0,3*0,125=146,63 ლარი (დანართი 2);
2) 115*0,1+115*0,12=25,30 ლარი (დანართი 4);
3) შევკრიბოთ 1-ელ და მე-2 პუნქტებში მიღებული თანხები 146,63+25,30=171,93 ლარი.
დანართი 1
5 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები
განათლება, კვალიფიკაცია & სამუშაო გამოცდილება
კოეფიციენტები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა
<15
15><25
25<
კოეფიციენტები
0.15
0.125
0.1
განათლება და კვალიფიკაცია
ლარი
1
საშუალო განათლება
0.8
107.53
104.94
102.35
2
სპეციალური საშუალო განათლება
0.9
120.75
117.88
115.00
3
ბაკალავრიატი
1
133.98
130.81
127.65
4
მაგისტრატურა
1.1
147.20
143.75
140.30
5
კანდიდატი/დოქტორი
1.2
160.43
156.69
152.95
სამუშაო გამოცდილება
6
< 5 წელი
0.1
-
-
-
საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე GEL 115.00
დანართი 2
5-დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები
განათლება, კვალიფიკაცია & სამუშაო გამოცდილება
კოეფიციენტები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა
<15
15><25
25<
კოეფიციენტები
0.15
0.125
0.1
განათლება და კვალიფიკაცია
ლარი
1
საშუალო განათლება
0.8
110.98
107.81
104.65
2
სპეციალური საშუალო განათლება
0.9
124.20
120.75
117.30
3
ბაკალავრიატი
1
137.43
133.69
129.95
4
მაგისტრატურა
1.1
150.65
146.63
142.60
5
კანდიდატი/დოქტორი
1.2
163.88
159.56
155.25
სამუშაო გამოცდილება
9
5 > < 10 წელი
0.3
-
-
-
საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე GEL 115.00
დანართი 3
10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები
განათლება, კვალიფიკაცია & სამუშაო გამოცდილება
კოეფიციენტები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა
<15
15><25
25<
კოეფიციენტები
0.15
0.125
0.1
განათლება და კვალიფიკაცია
ლარი
1
საშუალო განათლება
0.8
114.43
110.69
106.95
2
სპეციალური საშუალო განათლება
0.9
127.65
123.63
119.60
3
ბაკალავრიატი
1
140.88
136.56
132.25
4
მაგისტრატურა
1.1
154.10
149.50
144.90
5
კანდიდატი/დოქტორი
1.2
167.33
162.44
157.55
სამუშაო გამოცდილება
11
10 > წელი
0.5
-
-
-
საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე GEL 115.00
დანართი 4
დ ა ნ ა მ ა ტ ე ბ ი
პედაგოგთა ხელფასებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე
(სრული დატვირთვის შემთხვევაში)
კლასის დამრიგებელი
კლასკომპლექტით სწავლება
მასწავლებლები არაქართულ სკოლებში (ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და საქართველოს გეოგრაფია)
სადამრიგებლო მოსწავლეთა რაოდენობა
<15
15><25
25<
0.1
0.1
0.1
0.12
0.123
არი
11.50
11.50
11.50
13.80
14.15
საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე GEL 115.00
[1]
1
2 Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)
ÓÀÃÀÝ:
Sal(m) = ÂÀÓÀÀÍÂÀÒÉÛÄÁÄËÉ ÄÒÈÉ ÈÅÉÓ ÓÀáÄË×ÀÓÏ ÂÀÍÀÊÅÄÈÉ;
Sal(b) = ÄÒÈÉ ÈÅÉÓ ÓÀÁÀÆÏ áÄË×ÀÓÉ (115 ËÀÒÉ);
Ed(c) = ÐÄÃÀÂÏÂÉÓ ÂÀÍÀÈËÄÁÉÓ ÛÄÓÀÁÀÌÉÓÉ ÊÏÄ×ÉÝÉÄÍÔÉ;
WS(c) = ÐÄÃÀÂÏÂÉÓ ÓÀÌÖÛÀÏÓ ÓÐÄÝÉ×ÉÊÉÓ (ÓÀÌÖÛÀÏ ÃÀÔÅÉÒÈÅÀ ÌÏÓßÀÅËÄÄÁÉÓ ÒÀÏÃÄÍÏÁÉÓ ÌÉáÄÃÅÉÈ) ÛÄÓÀÁÀÌÉÓÉ ÊÏÄ×ÉÝÉÄÍÔÉ;
WE(c) = ÐÄÃÀÂÏÂÉÓ ÓÀÌÖÛÀÏ ÓÔÀÑÉÓ ÛÄÓÀÁÀÌÉÓÉ ÊÏÄ×ÉÝÉÄÍÔÉ;