,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სულიერების ცენტრი“-ს სახელწოდების შეცვლის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 28 მაისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
040000000.32.061.016393
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2024 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 28 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 28 მაისის №13 დადგენილებაში (სსმ, ვებრგვერდი, 30/05/2024წ., სარეგისტრაციო კოდი: 040000000.32.061.016390) და დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №39 დადგენილებით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,სულიერების ცენტრის“ სახელწოდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ,,სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრი“.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ,,სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრი“ ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ,,სულიერების ცენტრის“ უფლებამონაცვლედ.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე