⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2025)
გაუქმებულია:

“საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 25.10.2005
ძალის დაკარგვა 01.10.2025
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.815
გამოქვეყნების წყარო სსმ, 124, 26/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,354 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.2005 მიღება
01.10.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:8.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:8.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:8.75pt; margin-bottom:0in; margin-left:-.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:AcadNusx;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:AcadNusx;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt .25in 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.815 საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №24 2005 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,კ” და ,,ო” ქვე­პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პრო­კურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის თანდარ­თული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი დანართი საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკო­ნო­მიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტუ­რული დანაყოფი. 2. თავის საქმიანობაში დეპარტამენტი ხელმძღვა­ნელობს საქართველოს კონსტიტუციით, “პროკუ­რატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულე­ბით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემ­დგომში – გენერალური პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორისა და უფლებამოსილი გენერალური პრო­კურორის მოადგილის წინაშე, რომელიც წარმარ­თავს დეპარტამენტის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დად­გენილი წესით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: საქართველოს პროკურატურის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება და გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება; საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერე­სებულ უწყებებთან ფინანსური საქმიანობის კოორ­დინაცია; პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის წარმართვა, ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარ­მოე­ბა და კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღე­ბუ­ლი ფულადი სახსრების მიზნობრივად და დამტკი­ცებული გეგმის მიხედვით ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა სახის სამეურნეო სამუშაოზე დადებული ხელშეკ­რუ­ლების მომზადება და შესრულების კონ­ტროლი, გენერალური პროკურატურის ადმინის­ტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარიული დასუფთავებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოე­ბის, ადმინისტრაციულ შენობაში სატელე­ფონო კავშირის, ელექტრო და სანტექნიკური მეურნეო­ბის გამარ­თული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნ­ველ­ყოფა; საქართველოს პროკურატურის კუთვნილი მატე­რიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვის, შენახვის და გაცემის კანონიერებაზე, ასევე ენერგო­რესურსების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმარ­თველო.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია 1. ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესა­ბა­მისად; ბ) ახორცილებს კონტროლს საბუთების დროულ გაფორმებასა და სამმართველოს კომპეტენციას მიკუთ­ვნებული ოპერაციების კანონიერებაზე; გ) ახორციელებს კონტროლს ფულადი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე ბიუჯეტით დამკიცებული ხარჯთანუსხის შესაბამისად, დადგენილი წესით მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე; დ) უზრუნველყოფს სხვა არასაბიუჯეტო სადეპო­ზიტო სახსრების აღრიცხვას; ე) უზრუნველყოფს პროკურატურის მუშაკების ხელფასის დარიცხვას და დროულად გაცემას; ვ) უზრუნველყოფს ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, დაწესებულებებთან, ორგანი­ზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშწორებათა თავისდროულ წარმოებას; ზ) მონაწილეობს ფულადი სახსრებისა და მატე­რიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოფს ინვენტარიზაცის შედეგების თავის­დროულ განსაზღვრას და აღრიცხვას; თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენას და დაწესებულ ვადებში წარდგენას; ი) ახორციელებს კონტროლს მატერიალური ფასეუ­ლობების დაცვაზე მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში; კ) ახორციელებს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას და დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას; ლ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმარ­თველო: ა) ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს შენობათა მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისათვის, დადგენილ ვადებში ახდენს მათ გაფორმება-წარდგენას გენერალური პროკურატურის აპარატსა და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში; ბ) უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური და სათბობ-ენერგეტიკული საშუალებებით შეუფერხებელ მომარაგებას; გ) ახორციელებს გენერალური პროკურატურის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების რეგუ­ლირებას (საპატრულო პოლიციაში საჭირო საბუთების გაფორმებას, საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველ­ყოფას, ხელშეკრულებების მომზადებას რიცხული ავტომანქანების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებაზე და სხვ); დ) უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტო­რიის სანიტარიულ დასუფთავებას, კეთილმოწყობას და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას, საკანცელა­რიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებას, საჭირო ინვენტარის შეძენას და სხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტას; ე) ახორციელებს საფინანსო და მატერიალური უზრუნ­ველყოფის სწორ დაგეგმვას, სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტიდან გამოყოფილი დაფინანსების გეგმურ განაწი­ლებას, სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმარ­თუ­ლებების ფინანსური უზრუნველყოფის ღონის­ძიე­ბების დაგეგმვა-გატარებას, პროკურატურის საბიუ­ჯეტო პროცესის მართვას, ხელშეკრულებების პროექ­ტების შედგენას, რეგისტრაციას სახაზინო სამსახურში და მათი შესრულების კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგ­მვას და კანონმდებლობის შესაბამისად განხორციე­ლებას; ზ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დე­ბო­ბიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერ­თო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სტრუქ­ტურულ ქვედანაყოფებსა და დეპარტამენტის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) აწესებს კონტროლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით ხარჯვის სისწორეზე; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრო­მის დისციპლინის დაცვას; ე) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქ­ტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერა­ლური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის და­კის­რების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწი­ნებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ადგენს ყველა სახის სამეურნეო სამუშაოებზე დადე­ბული ხელშეკრულების პროექტებს, ამზადებს ტექ­ნიკურ დოკუმენტაციებს შენობათა მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისათვის და დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს მათ გაფორმებას; ბ) უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური და სათ­ბობ-ენერგეტიკული საშუალებებით შეუფერხებელ მომარაგებას; გ) ახორციელებს გენერალური პროკურატურის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების მარ­თვას; დ) ორგანიზებას უწევს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას, კეთილმოწყობას და ხანძარსაწინაღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ე) ორგანიზებას უწევს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებას, საჭირო ინვენტარის შეძენას და სხვა საკითხების მოწესრიგებას; ვ) ახორციელებს საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სწორ დაგეგმვას, სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების გეგ­მურ განაწილებას; ზ) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ფინანსური უზრუნველყოფის ღონის­ძიებების დაგეგმვა-განაწილებას, პროკურატურის საბიუ­ჯეტო პროცესის მართვას, ხელშეკრულებების პროექ­ტების შედგენას, მათ რეგისტრაციას სახაზინო სამსა­ხურში და შესრულების კონტროლს თავისი კომპეტენ­ციის ფარგლებში; თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგ­მვას და კანონმდებლობის შესაბამისად მის განხორ­ციელებას. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 6🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპ­ლინის დაცვას; გ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძა­ნე­ბების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; დ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებო­ბის პირთა ცალკეულ დავალებებს; ე) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. სამმართვე­ლოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეო­ბას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მუშაკები 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) მრჩევლები; ბ) სპეციალისტები; გ) ინჟინრები და სხვა პერსონალი, რომლებიც მუ­შაო­ბას წარმართავენ დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად. 2. დეპარტამენტის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პრო­კურორი. 3. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზ­ღვრება გენერალური პროკურატურის საშტატო განრი­გით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკო­ნო­მიკური დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქარ­თველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.