ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ
მიღების თარიღი 24.05.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №275
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016853
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნიაბის ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში აბესალომ ვეკუას ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ნატალია სამქანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №585 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ზურაბ ნამორაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №275
2024 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, გაგრძელდეს ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე