ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის I შესახვევის მონაკვეთისთვის, გვაზაურის II გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევისთვის ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 24.05.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №261
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016856
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების დავით კობახიძისა და ნოდარ სიგუას სახელების მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩასთან მდებარე სამი უსახელო ჩიხისთვის, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩისთვის, II ქუჩისთვის და გრიგოლ
ლორთქიფანიძის გასასვლელისთვის გრიგოლ ლორთქიფანიძის I შესახვევის, I, II, III, IV და V ჩიხების სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში არსებული უსახელო სკვერისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევში გეოგრაფიული ობიექტისთვის - ქუჩისთვის დავით კირვალიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის I შესახვევის მონაკვეთისთვის, გვაზაურის II გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევისთვის ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №261
2024 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის I შესახვევის მონაკვეთისთვის, გვაზაურის II გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევისთვის ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის I შესახვევის მონაკვეთს, გვაზაურის II გასასვლელის მონაკვეთებს (მონაკვეთები ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად), მიენიჭოს ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის II გასასვლელის ორ მონაკვეთს მიენიჭოს ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის ქუჩის I და II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის II გასასვლელის მონაკვეთს მიენიჭოს ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე