უსახელო სკვერისთვის ყირგიზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჩინგიზ აითმათოვის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.05.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №262
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016858
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2024
matsne.gov.ge 173 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 25.07.2025 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის სოფიო ყულოშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 09.09.2022 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მუსიკოსის ომარ კელაპტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 24.05.2024 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის I შესახვევისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 24.02.2026 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 21.02.2023

დოკუმენტის ტექსტი

უსახელო სკვერისთვის ყირგიზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჩინგიზ აითმათოვის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №262  2024 წლის  24 მაისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის IV იხთან არსებული უსახელო სკვერისთვის ყირგიზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჩინგიზ აითმათოვის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. სამგორის რაიონში ბერი გაბრიელ სალოსის VI  ჩიხთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს ყირგიზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჩინგიზ აითმათოვის  სახელი,  თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          გიორგი ტყემალაძე