ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.05.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №266
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016866
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2024
matsne.gov.ge 177 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ერეკლე დანელიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მალხაზ ჯღარკავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 16.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №266 2024 წლის 24 მაისი ქ. თბილსი ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   გიორგი ტყემალაძე