ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ გელანტიას სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.05.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016868
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2024
matsne.gov.ge 192 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ივანე იუმაშევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი თარხნიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, გრიგოლ გიორგაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 22.11.2024 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე ოთხი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ნუგზარ მიხანაშვილის, გია ბერუაშვილის, იური დავითაიას, ფირუზ მოსიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მედდების ინგა გვასალიას და რუსუდან ჩხეტიანის სახელების მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 12.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ გელანტიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №267 2024 წლის  24 მაისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ემზარ გელანტიას სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ გასასვლელს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ გელანტიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   გიორგი ტყემალაძე