თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016537
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.02.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2024 წლის 31 მაისი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №24 დადგენილება (ვებგვერდი, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016355).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო, სარეაბილიტაციო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, გარე ვაჭრობაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვასა და ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, ახდენს რეაგირებას და ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ სხვა სამართალდარღვევებზე.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;
ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;
ზ) მიუკერძოებლობა;
თ) საქვეყნოობა და საჯაროობა.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობის სამუშაოზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების პირობების (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადებისა და გეგმა-გრაფიკისა) შესრულების ინსპექტირებას – კონტროლს, კომპეტენციის შესაბამისად;
ბ) სამუშაოთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული, ხილული სამუშაოების საბოლოო შემოწმებას, მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) იმ სამუშაოებზე, რომელზეც დაქირავებული ზედამხედველის მიერ არ ხორციელდება ინსპექტირება და ზედამხედველობა, საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის/კორესპონდენციის მომზადებას, სადაც მითითებული იქნება გამოვლენილი დაწუნებული სამუშაოების მოცულობა და წუნდების მიზეზები;
დ) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მოქმედი სამშენებლო ნორმების გათვალისწინებით, შემსრულებლის მიერ სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის მათი გამოყენების ვარგისიანობაზე შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაწვევად საჭირო დოკუმენტების მომზადებას კომპეტენციის შესაბამისად;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს;
ვ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერებას, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟის განხორციელებას და შესაბამისი საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
ზ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს;
თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას;
ი) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;
კ) რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლს;
ლ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს;
მ) მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
ნ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ო) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ო) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნას და განახლებას;
პ) „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 თებერვლის №2 დადგენილების აღსრულებას;
ჟ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი სამართალწარმოებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების განხორციელებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების შედგენას;
რ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თვითმმართველი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამართალდარღვევების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ს) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ტ) შემოსულ განცხადებებსა და კორესპონდენციებზე საპასუხო წერილების მომზადებას და ადრესატისთვის გაგზავნას;
უ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევას;
ფ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით
განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.
მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოხელეებს შორის;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და პროფესიული განვითარების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
ი) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.
მუხლი 6🔗. სამსახურის მოხელე
სამსახურის მოხელეს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
1. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობის და სტრუქტურული ერთეულებისაგან, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და იყოს დაცული აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
ვ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ზ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
თ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;
ი) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სხვა უფლებებით.
2. სამსახურის მოხელე ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და ამ დებულების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალებები;
გ) განუხრელად დაიცვას და შეასრულოს მერიის შინაგანაწესის მოთხოვნები;
დ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ე) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
ვ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;
ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.