„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.10.2005
ძალის დაკარგვა 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №137
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.030.007.821
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 31/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (2)
- ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:GeoDumba;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.030.007.821
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №137
2005 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ „საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ „საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ შექმნის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულების მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ” თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ (შემდგომში _ ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულების შესაბამისად.
2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებამოსილება. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. ცენტრს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №61
მუხლი 2🔗. ცენტრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ცენტრის ძირითადი მიზნები და ფუნქციებია:
ა) ნატო-ს შესახებ მართებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირება საქართველოში;
ბ) ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ნატო-ს დემოკრატიულ, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებთან დაახლოების გზით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
გ) ნატო-ს შესახებ დაინტერესებულ პირთა ხელმისაწვდომი საინფორმაციო მასალით უზრუნველყოფა;
დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ჟურნალისტებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის უახლესი ინფორმაციის მიწოდება;
ე) საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებსა და პრიორიტეტებზე საქართველოს მოსახლეობაში სწორი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
2. ზემოაღნიშნული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრი:
ა) აწყობს ნატო-ს საქმიანობის შესახებ ბრიფინგებს, სიმპოზიუმებს, ლექციებს, გამოფენებს, კინო და ვიდეო ჩვენებებს, კონფერენციებსა და სემინარებს;
ბ) ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო მასალას საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ნატო-ს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებებში ქართველი სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობას;
დ) ქართველ მეცნიერებს აწვდის ინფორმაციას ნატო-ს სამეცნიერო პროგრამების შესახებ;
ე) საკუთარი ვებ-გვერდის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით ახორციელებს დეტალური ინფორმაციის გავრცელებას ნატოს-თან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
ვ) მისი საქმიანობის განსახირციელებლად აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასთან, ინფორმაციის მიღებისა და რეგულარულად განახლების მიზნით.
მუხლი 3🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა:
1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში -_ მინისტრი).
2. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებთა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობაზე, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. დირექტორი:
ა) ახორციელებს ცენტრის მართვას და წარმომადგენლობას;
ბ) განსაზღვრავს ცენტრის საინფორმაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
გ) მართავს პრესკონფერენციებს აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით;
დ) წარმოადგენს საკონტაქტო პირს ცენტრსა და ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებას შორის და კოორდინაციას უწევს მათ ურთიერთთანამშრომლობას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ცენტრის სახსრებსა და ქონებას ცენტრის დებულების შესაბამისად;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ცენტრის აპარატის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდსა და ხარჯთა ნუსხას (საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით);
ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ი) მინისტრს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუდგენს ცენტრის ხარჯთახრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. ცენტრის საქმიანობის განხორციელებისათვის ცენტრს ჰყავს მდივანი რეფერენტი და სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი უფლება-მოვალეობები:
ა) მდივანი რეფერენტი წარმართავს საინფორმაციო ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას, უზრუნველყოფს საინფორმაციო ცენტრში მოქალაქეთა მომსახურებას (ცენტრში არსებული ელექტრონული და ბეჭდვითი ინფორმაციის მიწოდება). დაინტერესებულ პირებს დააკავშირებს ცენტრის ექსპერტებთან და მოახდენს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ღონის-ძიებათა ორგანიზებას;
ბ) სპეციალისტები წარმოადგენენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში კომპეტენტური პირებს, რომლებიც წარმართავენ დეტალური ინფორმაციის გავრცელების პროცესს. ცენტრის ელექტრონული ფოსტისა და ცხელი ხაზის მეშვეობით სპეციალისტები ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნებიან ცენტრის სამუშაო დღეებისა და საათების განმავ-ლობაში. სპეციალისტები ასევე წამართავენ ცენტრის საქმიანობის სხვა მიმართულებებს.
5. ცენტრს თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის შეუძლია დაარსოს ფილიალები.
მუხლი 4🔗. ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება:
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება;
გ) გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. აკრძალულია ცენტრის მიერ მიღებული სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება, გარდა იმ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასათვის, რომლებიც განსაზღვრულია ცენტრის დებულებით.
მუხლი 5🔗. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება
1. ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს. ამასთანავე, ცენტრი ნატო-ში წარსადგენ ანგარიშგებებს ამზადებს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელე-ბული საქმიანობის კანონიერების, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 7🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.