„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.154.016532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2024 წლის 31 მაისი

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს 23-ე პუნქტი: „ 23. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება.“.
2. მე-4 მუხლს

ა) დაემატოს 31 პუნქტი: „31.  დანარჩენ სხვა შემთხვევაში მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ;

ბ) შევიდეს ცვლილება მე-4 პუნქტში: „4. მედიკამენტების დაფინანსება განმეორებით შესაძლებელია არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.“.

3. შევიდეს ცვლილება მე-18 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლითაა, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდაცვალებიდან ორი კვირის განმავლობაში).“;

ბ) დაემატოს 21 პუნქტი: „ 21. დაკრძალვის ხარჯის გამღები (ოჯახის წევრი, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, ნათესავი) შესაძლებელია არ იყოს რეგისტრირებული თიანეთის მუნიციპალიტეტში.“.

4. მე-20 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ახალდაქორწინებული ოჯახები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თუ ახალდაქორწინებულები (ორივე) ქორწინებამდე რეგისტრირებულნი არიან თიანეთის მუნიციპალიტეტში (ქორწინების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 6 თვისა).“.
5. დაემატოს მუხლი 232. „ მუხლი 232. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე, რომლისთვისაც შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს მიერ გაცემული ცნობა-რეკომენდაციის საფუძველზე რეკომენდებულია საზღვარგარეთ მომსახურება, მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ.

2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.

ბ) განმცხადებლისა ან/და  ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს მიერ გაცემული ცნობა-რეკომენდაცია საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა IV-100/ა;

ე) შესაბამისი საბანკო ანგარიში, რომელზეც მოხდება თანხის ჩარიცხვა;

ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.05.2024.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.05.2024. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 280010000.35.154.016532.
რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12, 31.05.2024, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016532 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6186958/