“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისიტემაში სტაჟირების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის №429 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1969
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.007.823
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 28/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.823

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1969

2005 წლის 28 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2004 წლის №429 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის №429 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №41, მუხლი 340) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ”, დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამინისტროს დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – სასჯელაღსრულების და საარქივო დეპარტამენტი, ტერიტორიული ორგანო, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები, საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია, იუსტიციის სასწავლო ცენტრი;”.

2. მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე;”.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტაჟიორად, კონკურსის წესით (ტესტირება ან/და გასაუბრება), შეიძლება დანიშნულ იქნეს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.”.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6

,,1. სტაჟიორთა კონკურსს ატარებს სამინისტროს სტაჟირების საბჭო;

2. კონკურსის თემატიკას დეპარტამენტების მიხედვით ამტკიცებს მინისტრი.

3. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი საბჭოს წარდგინების საფუძველზე, რომელიც ფორმდება ბრძანებით.

4. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.”.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოთხოვნას სტაჟიორთა რაოდენობის თაობაზე ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში საჭიროების მიხედვით შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის ფარგლებში წარადგენს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი;”.

6. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტაჟიორების კონკურსს ატარებს სამინისტროს სტაჟირების საბჭო (შემდგომში – საბჭო).”.

7. მე-18 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარების ფორმის შესახებ იღებს საბჭო;”.

8. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 19

1. საბჭო, როგორც წესი, კონკურსს აწყობს წელიწადში ორჯერ.

2. გადაწყვეტილებას კონკურსის გადადების შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.”.

9. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 22

1. სტაჟიორთა მიღების პროცედურასა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

2. დეპარტამენტის თანამშრომელთაგან იქმნება სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსანტთა საბუთების მიღებასა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.

3. სამდივნო შედგება სამდივნოს უფროსისა და წევრებისაგან.

4. დეპარტამენტი ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს თავმჯდომარესა და მინისტრს.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია