სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზებული კომპიუტერული აღრიცხვის, ინფორმაციის შევსებისა და დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ

მიღების თარიღი 25.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1070
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.826
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 31/10/2005
matsne.gov.ge 1,192 სიტყვა · ~6 წთ

დოკუმენტის ტექსტი

სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზებული კომპიუტერული აღრიცხვის, ინფორმაციის შევსებისა და დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.826 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1070 2005 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზებული კომპიუტერული აღრიცხვის, ინფორმაციის შევსებისა და დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 პუნქტის ,,რ” ქვეპუნქტის, მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტებისა და 21-ე პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზებული კომპიუტერული აღრიცხვის, ინფორმაციის შევსებისა და დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ” თანდართული ინსტრუქცია. 2. დამტკიცდეს დანართები №1 და №2. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ი. მერაბიშვილი ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზებული კომპიუტერული აღრიცხვის, ინფორმაციის შევსებისა და დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. 1. ეს ინსტრუქცია ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში (შემდგომში – ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო) საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის ყადაღადადებული და სამართლებრივად დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების (მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების) აღრიცხვას ცენტრალიზებული ავტომატიზებული სისტემის სახით და მისი წარმოების წესებს. 2. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირების, ინფორმაციის შევსების, დამუშავების და საჯარო ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფის მექანიზმებს.     მუხლი 2🔗. სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში სატრანსპორტო საშუალებათა ცენტრალიზებული აღ-რიცხვის წარმოების მიზანია ხელი შეუწყოს: ა) დანაშაულის გახსნას, სადაც ფიგურირებს ავტომობილი ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება; ბ) ავტოტრანსპორტის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლას; გ) მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ან/და ძებნილი სატრანსპორტო საშუალებების დადგენას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ოპერატიული და საგამოძიებო ორგანოების, ასევე უფლებამოსილი პირების მოთხოვნის საფუძველზე.     მუხლი 3🔗. ერთიან საინფორმაციო ბანკში სატრანსპორტო საშუალებათა ცენტრალიზებული აღრიცხვის წარმოების უზრუნველსაყოფად სამინისტროში ფუნქციონირებს სატრანსპორტო საშუალებების ერთიანი კომპიუტერული ბაზა, რის უზრუნველსაყოფად ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო ახორციელებს: ა) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებიდან წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმებას და კომპიუტერულ ბაზაში გადატანას; ბ) არსებული ინფორმაციული ბაზის მუდმივ გადამოწმებას ხარვეზების გამოსავლენად და შესაბამისი შესწორებების შეტანას, რის თაობაზეც ინფორმაციას აწვდის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და იმ ორგანოებს, რომელთა კომპეტენციაში შედის სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიება; გ) მონაცემთა ბაზის მუდმივ განახლებას და დახვეწას, ხოლო ამ მიზნებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის შესახებ მიმართავს სამინისტროს შესაბამის სამსახურებს; დ) შემოსული ინფორმაციის შემოწმების და ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში სატრანსპორტო საშუალებათა ერთიანი კომპიუტერული ბაზის მუდმივ შესაბამისობას რეალურ ინფორმაციასთან; ე) მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას; ვ) ელექტრონული საინფორმაციო ბანკის მიხედვით სატრანსპორტო საშუალებების და/ან მათი მფლობელების მონაცემთა მოძიებას ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი პარამეტრით, ან მათი ერთობლიობით, მათ შორის ფრაგმენტულით; ზ) საჭიროების შემთხვევაში მოძიებული ინფორმაციის გადატანას ქაღალდზე ან ელექტრომაგნიტურ მატარებლებზე, ხოლო ინფორმაციის ქაღალდზე გადატანის შემთხვევაში აძლევს მას დოკუმენტურ სახეს; თ) სტატისტიკურ ანალიზს მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. თავი II. მონაცემთა აღრიცხვის წესი     მუხლი 4🔗. 1. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში სატრანსპორტო საშუალებების შესახებ მონაცემთა ბაზის შევსება, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა და აღრიცხვიდან (რეგისტრაციიდან) მოხსნა წარმოებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ შედგენილი სააღრიცხვო ბარათების საფუძველზე (დანართი №1, დანართი №2) მათი წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. 2. დანართი №1 ივსება სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში ან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებისას, ხოლო დანართი №2 - სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას. 3. სააღრიცხვო ბარათები ივსება კომპიუტერული ამონაბეჭდის სახით, მოწმდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და შტამპით.     მუხლი 5🔗. 1. სააღრიცხვო ბარათები წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში რეგისტრაციის, ცვლილების, ან სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს. 2. გარდა სააღრიცხვო ბარათებისა, სატრანსპორტო საშუალებების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში ინფორმაციის შეტანის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილებები, საგამოძიებო და ოპერატიული ორგანოების, სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში ინფორმაცია ან დადგენილებანი, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სასამართლო აღმასრულებლის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნები, ყადაღები, უფლებამოსილი პირების წერილობითი განცხადებანი სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივად დატვირთვის თაობაზე.     მუხლი 6🔗. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრა-ციო სამსახურები ვალდებულნი არიან: ა) სააღრიცხვო ბარათების შედგენიდან, მათში ცვლილების ან სხვა ოპერაციის განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ინფორმაცია მიაწოდონ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს ამ ინსტრუქციაზე თანდართული სააღრიცხვო ბარათების სახით; ბ) სატრანსპორტო საშუალებებზე ყადაღის დადების ან მათი სამართლებრივად დატვირთვის შესახებ კომპეტენტური ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) მიღებისთანავე დაუყოვნებლივ შეატყობინონ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს წერილობითი ფორმით, რომელზეც დართული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია; გ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოდან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აღრიცხონ მონაცემები გატაცებულ, ძებნილ, ყადაღადადებულ და მოქმედი კანონმდებლობით სამართლებრივად დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებებზე; დ) გატაცებული, ძებნაში მყოფი ან სამართლებრივად სხვაგვარად დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მიმართ ნებისმიერი ოპერაციის განხორციელების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს და ძებნის ინიციატორს.     მუხლი 7🔗. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო ვალდებულია: ა) სისტემატურად და დაუყოვნებლივ განაახლოს მონაცემები როგორც ძებნილ სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შეავსოს პერსონალური მონაცემები ყადაღადადებულ ან სამართლებრივად დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებებზე; ბ) ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განახლებული მონაცემები პერიოდულად აცნობოს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებს; გ) განახორციელოს ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ბაზის შევსება ფორმალიზებული სახით; დ) აწარმოოს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ შედგენილი სააღრიცხვო ბარათების კარტოთეკა. თავი III. ინფორმაციის გაცემა     მუხლი 8🔗. სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ პერსონალური მონაცემების გაცემა წარმოებს კანონით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 9🔗. ინფორმაცია მომართვის საფუძველზე გაიცემა წერილობით, ელექტრონულ ფორმატში ან ზეპირად (ელსმენით, ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებით) შინაგან საქმეთა სამინისტროში დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗. სატრანსპორტო საშუალებების შესახებ სტატისტიკური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც არ შეი-ცავს პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი გაცემა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.