სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 29.05.2024
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-41. 41241506
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016025
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგინეს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საგაბესკირიოში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ზანის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო - ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № გ-41.41241506
2024 წლის 29 მაისი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მე-14 ქუჩის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის შესაბამისად.
2. განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ.№247).
საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია