გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ქუჩების სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2024
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2024
matsne.gov.ge 218 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუაგორას ზოგიერთი ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 01.08.2025 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 05.07.2019 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 30.06.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 28.04.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 30.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ქუჩების სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №45 2024 წლის 30 მაისი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ქუჩების სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5, მე-6 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗 გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ქუჩების სახელდება განხორციელდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და რუკის შესაბამისად. მუხლი 2🔗 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.  მუხლი 3🔗 განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4🔗 განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.  მუხლი 5🔗 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.  მუხლი 6🔗 განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური