📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.06.2024
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №426
სარეგისტრაციო კოდი 220090000.35.157.016530
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2024
matsne.gov.ge 259 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 20.06.2024 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.06.2024 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 10.07.2024 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.08.2024 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 24.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №426 2024 წლის 7 ივნისი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (N 2587-XIმს-Xმპ, 09.02.2023 წ) და   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს  სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:  ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი;  ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი;  გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;  დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე:  დ.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარი;  დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;  დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში  5000  ლარი; ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 7 000 ლარი. 2. მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება   „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/8 დადგენილება (ვებგვერდი, 111226038, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 220090000.35.157.016075) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.      თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე