⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.10.2010)
გაუქმებულია:

“საქართველოს კულტურის, ძეგლტა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 28.10.2005
ძალის დაკარგვა 13.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/533
სარეგისტრაციო კოდი 450.040.010.22.028.007.832
გამოქვეყნების წყარო სსმ, 132, 11/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,740 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.2005 მიღება
13.10.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს კულტურის, ძეგლტა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoListBullet2, li.MsoListBullet2, div.MsoListBullet2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:AcadNusx;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:AcadNusx;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.040.010.22.028.007.832 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/533 2005 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების” მე-6 მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის დებულება; 2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ,,საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” 2002 წლის 18 მარტის საქართველოს კულტურის მინისტრის №3/63 ბრძანება; 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                          გ. გაბაშვილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის  დეპარტამენტის (შემდგომში _ დეპარტამენტის) სტრუქტურას, უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი 1. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტროს) აპარატის სტრუქტურულ ერთეულს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენცია 1. დეპარტამეტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, მომავალი თაობებისათვის მისი სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება; ბ) იმ ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა გამოვლენას, შესწავლას და მოვლა-პატრონობას. 2. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენასა და აღრიცხვას, მის მეცნიერულ შესწავლასა და ექსპერტიზას; ბ) უზრუნველყოფს ძეგლთა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას; გ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენას; დ) უძრავი ძეგლებისა და მისი დამცავი ზონების გათვალისწინების მიზნით, თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან მიწის კადასტრისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენისას; ე) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო ბანკს; ვ) მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს იმ სახის სამუშაოების შეჩერების ან აკრძალვის მოთხოვნით, რამაც შეიძლება დააზიანოს ან გაანადგუროს, ან ამგვარი საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ აყენებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით აცნობებს სამართალდარღვევათა შესახებ; თ) საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს, მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე; ი) შეიმუშავებს და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს (შემდგომში _ მინისტრი) დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის ნორმატიული და ინდივიდუალურსამართლებრივი აქტების პროექტებს; კ) განსაზღვრული წესით ადგენს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ძეგლთა სახელმწიფო რეესტრს; ლ) ახორციელებს კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობაზე, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ძეგლზე სამუშაოთა ჩატარებაზე; მ) იღებს ზომებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის; ნ) იღებს ზომებს სამუზეუმო ფონდებისა და კოლექციების, დაცვის, შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის; ო) შეისწავლის განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, ხელს უწყობს ტექნიკური სიახლეების გამოყენების, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების სრულყოფას; პ) ამყარებს საქმიან კონტაქტებს და ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობას “იუნესკოსა” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ჟ) აწყობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს და სემინარებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აქტუალურ საკითხებზე; რ) უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და ადმინისტრაციული აქტების მომზადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) ამზადებს და მონაწილეობს სამინისტროს მიერ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებში; ტ) კომპეტენციის ფარგლებში თანაშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან; უ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მართვა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) ხემძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ანაწილებს საქმიანობას დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის ცალკეულ მოსამსახურეებს შორის; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეზოლუციას ადებს და ხელმოწერით ადასტურებს დეპარტამენტში შემოსულ და მომზადებულ დოკუმენტებს; დ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულთა ხელმძღვანელებისა და ცალკეულ მოსამსახურეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო ღონისძიებათა შესახებ და იღებს ზომებს გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ვ) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე ზ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და მოვალეობებს. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე სანებართვო ადმინისტრაციული წარმოებების დარგში. 5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ამისამართებს ნებართვებთან დაკავშირებულ განცხადებებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და უფლებამოსილ ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) უძრავი ძეგლების სამმართველო; ბ) მოძრავი ძეგლების სამმართველო; გ) კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზის სამმართველო; დ) მუზეუმებისა და კოლექციების სამმართველო; ე) დაცული ზონების სამმართველო; ვ) მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის სამმართველო; ზ) საინფორმაციო სისტემების სამმართველო; თ) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და ევროპული თანამშრომლობის სამმართველო; ი) კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია 1. უძრავი ძეგლების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს უძრავ ძეგლთა აღრიცხვა-პასპორტიზაციას; ბ) აწარმოებს უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრს; გ) მონაწილეობას იღებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის პროცესში; დ) ამზადებს დოკუმენტაციას უძრავი ძეგლისა და უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის სტატუსისა და კატეგორიის მინიჭების უზრუნველსაყოფად; ე) მონაწილეობს ძეგლზე (უძრავ ძეგლზე) სამუშაოებისა და არქეოლოგიურ ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, თანამშრომლობს მოწვეულ ექსპერტებთან. 2. მოძრავი ძეგლების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს მოძრავი ძეგლების აღრიცხვა-პასპორტიზაციას; ბ) აწარმოებს მოძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრს; გ) მონაწილეობს ძეგლზე (მოძრავ ძეგლზე) სამუშაოებისა და კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე აყენებს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან კულტურულ ფასეულობათა შესყიდვის საკითხს, ასევე რეკომენდაციას უწევს სხვადასხვა მუზეუმებს განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურულ ფასეულობათა შესაძენად; ე) ამზადებს საკითხებს სასაქონლო ნიშნებში საქართველოს ტერიტორიული ერთეულების არსებული ან ისტორიული დასახელების ან გამოსახულების გამოყენებასთან დაკავშირებით. 3. კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზის სამმართველო: ა) მონაწილეობს მშენებლობის (მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის) ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით თანამშრომლობს მოწვეულ ექსპერტებთან. 4. მუზეუმებისა და კოლექციების სამმართველო: ა) კოორდინაციას უწევს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების დაფუძნებას და რეორგანიზაციას; ბ) ხელს უწყობს სამუზეუმო რეფორმის განხორციელებას; გ) ახორციელებს მუზეუმების სრულ პასპორტიზაციას და აწარმოებს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს სამუზეუმო საქმიანობას; ე) შეისწავლის სამუზეუმო ფონდების კოლექციების და ექსპონატების მდგომარეობას, აღრიცხვიანობას და ზრუნავს მისი დაცვის პირობების გაუმჯობესებისა და სამეცნიერო-სარესტავრაციო პროგრამების დაფინანსების ხელშეწყობისათვის; ვ) შეისწავლის თანამედროვე სამუზეუმო სფეროში არსებულ გამოცდილებას და თანამშრომლობს საერთაშორისო სამუზეუმო ინსტიტუციებთან; ზ) ხელს უწყობს სამუზეუმო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, მუზეუმების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას; თ) ახორციელებს და ხელს უწყობს საქართველოს მუზეუმების პოპულარიზაციას. 5. დაცული ზონების სამმართველო: ა) შეიმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების პროექტებს; ბ) მონაწილეობს მშენებლობის (მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის) ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) კოორდინაციას უწევს კულტურული მემკვიდერობის დამცავ ზონებზე დოკუმენტაციის შეკრებასა და ანალიზს; დ) ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის ახალი მოდელებისა და დამცავ ზონებში ინვენტარიზაციის ჩატარების საერთაშორისო მეთოდების დანერგვას. 6. მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის სამმართველო: ა) ზედამხედველობს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, დაცვასა და გამოყენებას, კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმების შესრულებას; ბ) ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოსახლეობის მონაწილეობას; გ) გეგმავს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე გადაუდებელ სამუშაოებს. 7. საინფორმაციო სისტემების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემისთვის საბაზისო პარამეტრების შერჩევას, შეიმუშავებს მონაცემთა ბაზის მოდელებს მათი სამომავლო გეოსაინფორმაციო სისტემებთან და სხვა სპეციფიკურ და დაინტერესებულ გარე კავშირებთან ინტეგრაციის გათვალისწინებით; ბ) ქმნის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო სისტემას, უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში დეპარტამეტში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას. 8. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და ევროპული თანამშრომლობის სამმართველო: ა) ამზადებს სამინისტროს პერიოდული ანგარიშების პროექტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების შესახებ; ბ) კოორდინაციას უწევს საქართველოს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში; გ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; დ) ხელმძღვანელობს იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში  შესატან ძეგლთა წინასწარი სიებისა და ახალი ნომინაციების მომზადებას, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების მენეჯმენტის პოლიტიკის შემუშავებას; ე) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლთა (სხვა, შესაბამის სამმართველოებთან ერთად) აღრიცხვა-პასპორტიზაციას. 9. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამმართველოების მიზნების სინქრონიზაციას სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებთან; ბ) ახდენს სამმართველოებიდან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციასა და ანალიზს; გ) დეპარტამენტის სამმართველოებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს საკონკურსო და სატენდერო წინადადებებსა და პირობებს; დ) შეიმუშავებს წინადადებებს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის; ე) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის წლიური სამუშაო გეგმის მომზადებას; ვ) სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმებით სხვა სამმართველოებიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებების წინადადებებს. 10. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 11. სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის თავმჯდომარეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე; ვ) ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოთხოვნებს.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურე დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.